თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

ცესკოს თავმჯდომარის სამუშაო შეხვედრა უსკოსთან

ცესკოს თავმჯდომარის სამუშაო შეხვედრა უსკოსთან
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, უსკო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საარჩევნო საკითხის შესახებ არსებული პრაქტიკა აქტიურად იყოს განხილული ორ უწყებას შორის. მისივე თქმით, ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს ინსტიტუციებს შორის მჭიდრო კოორდინაციას, კომუნიკაციის გაძლიერებასა და საარჩევნო პრაქტიკის განვითარებას. თავის მხრივ, უსკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეხვედრის ორგანიზების ერთ-ერთი მთავარი მიზანია თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და  საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. 

სამუშაო შეხვედრისას ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ჩართულობა, განსაკუთრებით საარჩევნო პროცედურების ადმინისტრირებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით. ამასთან, გიორგი კალანდარიშვილმა უსკოს წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად განიხილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და მიღებული გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და მის წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლის სტრატეგიაზე.

ამასთან, საუბარი შეეხო ინფორმირების კამპანიასა და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებსაც ორი უწყება ამომრჩევლებისთვის მასშტაბურად ახორციელებს.

სამუშაო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე იყო 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები და საკანონმდებლო ცვლილებები. აღნიშნულ საკითხებზე დეტალურად ისაუბრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა საარჩევნო რეგულაციის შესახებ და განიხილეს ამ მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი საკითხები.

სამუშაო შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ორგანიზებით 10-12 სექტემბერს საირმეში გაიმართა.

Related Posts

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის შეხვედრა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში
ბლოგი

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის შეხვედრა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში

13 сентября, 2025
საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინიციატივით 11 სექტემბერს ღვინის დაბადების საერთაშორისო დღე / რთველის დღესასწაული ქუთაისში აღინიშნება
ბლოგი

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინიციატივით 11 სექტემბერს ღვინის დაბადების საერთაშორისო დღე / რთველის დღესასწაული ქუთაისში აღინიშნება

10 сентября, 2025
საინფორმაციო ბრიფინგი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

საინფორმაციო ბრიფინგი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

6 сентября, 2025
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ბლოგი

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა

3 сентября, 2025
ინდოელები საქართველოში საქორწილო მიმართულების განვითარებას გეგმავენ
ბიზნესი

ინდოელები საქართველოში საქორწილო მიმართულების განვითარებას გეგმავენ

3 сентября, 2025
კახეთში რთველი დაიწყო
ბიზნესი

კახეთში რთველი დაიწყო

3 сентября, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ