თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

ცესკომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს უმასპინძლა

ცესკომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს უმასპინძლა
Share on FacebookShare on Twitter

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.  ამჯერად, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებსა და  კურსდამთავრებულებს ცესკოში უმასპინძლა.

შეხვედრის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა პირადად ცესკოს თავმჯდომარისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის, საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვის, მნიშვნელოვანი სიახლეებისა და არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ. როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ახალგაზრდების, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირება და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. მისი თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას, ამცირებს ინფორმაციულ ბარიერებს და დეზინფორმაციაზე დამოკიდებულებას და აძლევს ახალგაზრდებს მოტივაციას დაუახლოვდნენ საარჩევნო პროცესებს და უფრო მეტად და აქტიურად იყვნენ ჩართულები აღნიშნულ პროცესებში.

„მორიგი მასშტაბური საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ ახალგაზრდებთან, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფებს წარმოადგენენ. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ მათთვის გაგვეზიარებინა ინფორმაცია მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, სხვადასხვა საარჩევნო საკითხებისა და ტექნოლოგიური ინტერვენციის შესახებ. ასევე ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და მისი უარყოფითი გავლენები საარჩევნო პროცესზე. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს პირველ რიგში ცნობიერების ამაღლებას, მეორეს მხრივ კი ახალგაზრდებს მისცემს  მეტ მოტივაციას მეტად იყვნენ ჩართულები საარჩევნო საკითხებში“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

თავის მხრივ მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემაც. „დღეს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან ასამდე ახალგაზრდას შესაძლებლობა ჰქონდა უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარისგან მიეღოთ ინფორმაცია საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. ჟვანიას სკოლა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას და მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციისთვის ერთიან სახელმწიფო სივრცეში და საზოგადოებაში“.

25 სექტემბერს ცესკოში გამართულ შეხვედრას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 100-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილე და აღნიშნული სკოლის წარმომადგენლები. ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შეხვედრას ცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მდივანი ქეთევან ქარენაშვილი ესწრებოდნენ.

Related Posts

კენჭისყრის პროცესი დასრულდა
ბლოგი

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

4 октября, 2025
ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
ბლოგი

ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

4 октября, 2025
ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

4 октября, 2025
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ
ბლოგი

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ

4 октября, 2025
საინფორმაციო ბრიფინგი
ბლოგი

საინფორმაციო ბრიფინგი

4 октября, 2025
საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით
საზოგადოება

საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით

4 октября, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ