თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

ComCom-ის მედიაწიგნიერების კონფერენციაზე ხელოვნურ ინტელექტზე და ამ ჭრილში განათლების როლზე იმსჯელეს

ComCom-ის მედიაწიგნიერების კონფერენციაზე ხელოვნურ ინტელექტზე და ამ ჭრილში განათლების როლზე იმსჯელეს
Share on FacebookShare on Twitter

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამართული კონფერენციის „გონების უპირატესობა ხელოვნურ ინტელექტზე — მედია და ინფორმაციული წიგნიერება ციფრულ სამყაროში“ ფარგლებში, პირველ პანელურ დისკუსიას წარმოადგენდა „ხელოვნური ინტელექტი — შესაძლებლობები და საფრთხეები“, რომელსაც მოდერაცია კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ გაუწია: „დღეს ჩვენ აქ შეკრებილები ვართ იმიტომ, რომ დაიწყო მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული. ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს, გაეროს რეზოლუციის თანახმად, გაეროს წევრი ქვეყნები ატარებენ კვირეულს, რომელიც მიზნად ისახავს მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ყოველწელს სხვადასხვა თემაა ქუდის ქვეშ, და წლევანდელ მთავარ თემას წარმოადგენს ადამიანური გონების უპირატესობა ხელოვნურ ინტელექტზე“. — აღნიშნა ComCom-ის წევრმა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია, რომელმაც განათლების კუთხით, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და გამოწვევები მიმოიხილა: „განათლების მიმართულებით ცხადია ხელოვნური ინტელექტი უკვე არსებობს, რადგან სკოლებში ცალსახაა, რომ გენერირებად ხელოვნურ ინტელექტს ბავშვები უკვე აქტიურად იყენებენ. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომწონს ComCom-ის პროგრამა, იმ გაგებით, რომ გადამზადებაზე მუშაობთ, ვინაიდან მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებისთვის ციფრული უნარების განვითარება.“ — განაცხადა მან.

საუბრისას, ზვიად გაბისონიამ განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები გლობალურ ჭრილშიც შეაფასა: „სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მკვლევრები, ხელოვნურ ინტელექტს აქტიურად იყენებენ. ძალიან სერიოზული გამოწვევა, რაც უმაღლეს განათლებაში გვექნება მთელს მსოფლიოში, არის გადახედვის აუცილებლობა, თუნდაც კვალიფიკაციის მინიჭებასთან დაკავშირებით, პასუხობს თუ არა დღევანდელი ჩვენი მოთხოვნები თანამედროვე სამყაროს. მეორე საკითხი კი გახლავთ სკოლების პრობლემა, ვინაიდან აქ არის თაობა, გაცილებით უფრო ტექნოლოგიური ვიდრე მათი მასწავლებლები, შესაბამისად მათ გაცილებით უფრო მეტი იციან ამ კუთხით.“ — აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.

პანელური სესიის ფარგლებში მონაწილეებმა განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო პრაქტიკები და AI-ის რეგულაციის საკითხები მიმოიხილეს.

კონფერენციის ფარგლებში გამართული მომდევნო პანელური დისკუსია „გონება VS ხელოვნური ინტელექტი“, AI-სა და ადამიანის გონების განსხვავებული შესაძლებლობების, ასევე, თითოეულის ძლიერი თუ სუსტი მხარეებისა და ხელოვნური ინტელექტით სხვადასხვა პროფესიების ჩანაცვლების საკითხების განხილვას დაეთმო.

UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახე, ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის,  მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვა, ერთ-ერთი პრიორიტეტია.

Related Posts

„ოენო“-ს ახალი კონკურსი: „იშვიათი ჯიში, იშვიათი ღვინო“ (Rare Vine & Wine) — მივიწყებული გემოების აღორძინება და საერთაშორისო შანსი
ბლოგი

„ოენო“-ს ახალი კონკურსი: „იშვიათი ჯიში, იშვიათი ღვინო“ (Rare Vine & Wine) — მივიწყებული გემოების აღორძინება და საერთაშორისო შანსი

21 ноября, 2026
საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა
ბიზნესი

საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა

18 ноября, 2026
საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა
გაზეთი

საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა

16 ноября, 2026
გივი  მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა
განათლება

გივი  მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა

16 ноября, 2026
ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”
ბლოგი

ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”

10 ноября, 2026
ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე — პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნითი ეტაპი
ბიზნესი

ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე — პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნითი ეტაპი

6 ноября, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ