თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ტერუარი ადგილწარმოშობები

საქპატენტმა ადგილწარმოშობის დასახელება — სვანური ყველი „ნარჩვი“ დაარეგისტრირა

საქპატენტმა ადგილწარმოშობის დასახელება — სვანური ყველი „ნარჩვი“ დაარეგისტრირა
Share on FacebookShare on Twitter

საქპატენტმა ადგილწარმოშობის დასახელება — „ნარჩვი“ დაარეგისტრირა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა — „საქპატენტმა“, ასოციაცია „სვანური ნარჩვის“ განაცხადის საფუძველზე, ქართული ყველი „ნარჩვი” ადგილწარმოშობის დასახელებად დაარეგისტრირა.

„ნარჩვი“ ძროხის ნედლი, მოუხდელი რძისგან დამზადებული ყველია, რომელიც ხის ყუთში მწიფდება. დაპრესილ ყველს აქვს ყუთის ფორმა, რომელშიც იგი მოთავსებულია. მის სპეციფიკაციას განსაზღვრავს პროდუქტის წარმოების ტრადიციული მეთოდები და კონკრეტული გეოგრაფიული არეალი — ზემო სვანეთი, რაც მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების: ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს.

ტრადიციულად, ნარჩვის დამზადება მარიამობის მეორე დღეს, 29 აგვისტოს იწყება და ნოემბრის ბოლოს სრულდება. თუმცა დასაშვებია წარმოების პროცესის მაისიდან დაწყება, თუ ყველის მომწიფების ოთახში ტემპერატურული რეჟიმი იქნება დაცული. მისი დამზადების წესი კი ასეთია: მომწიფებულ ყველს ხელით მოჭყლიტავენ, სანამ ერთიან ცომისებურ მასას არ მიიღებენ და წინასწარ გამზადებულ ხის ყუთში ჩატენიან. ყუთი სვანეთის ტყეში მიღებული ფოთლოვანი ან წიწვოვანი ხის მასალისგან მზადდება. ხის მასალა კარგად გამომშრალი უნდა იყოს. ყუთს უკეთდება ნასვრეტები (გვერდიდან და ძირზე) ან ფიცრებს შორის სიცარიელეს ტოვებენ, რათა ყველი კარგად დაიწრიტოს. მას შემდეგ რაც ყუთში ყველს მოათავსებენ თავზე ხის თავსახურს დააფარებენ და ზემოდან სიმძიმეს დაადებენ. მომწიფება ხის ყუთში გრძელდება, მშრალ და გრილ ადგილას. ტემპერატურა +15°C-ს არ უნდა აღემატებოდეს. მომწიფებულ ნარჩვს აქვს თხილის და ნიგვზის გემო.

2020 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართული ყველის „ნარჩვის“ დამზადების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ — Saveur გამოაქვეყნა სტატია (https://www.saveur.com/cheese-of-northern-georgia/), სადაც წერია: „მასპინძელმა ამ ყველს ღვთის საჩუქარი უწოდა და ეს გადამეტებული არ ყოფილა, რადგან ის ნამდვილად არაორდინალური ყველია. ნარჩვი – ეს არის ძროხის რძისგან დამზადებული, ღრმა და ინტენსიური არომატის მქონე ყველი, რომელსაც კარაქის მსგავსი ტექსტურა და თავიდან მოტკბო გემო აქვს. მას ერთი წლის განმავლობაში ხის ყუთში ინახავენ. ამ დროს ყველს თხილის გემო ემატება“. აღნიშნული სტატიიდან ამონარიდს ვკითხულობთ ადგილწარმოშობის დასახელების სარეგისტრაციო განაცხადის მასალებში, რომელიც საქპატენტში ასოციაციამ -„სვანური ნარჩვი“, წარადგინა.

„ნარჩვის“ შესახებ დეტალური სპეციფიკაცია იხილეთ საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/

დღეის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 44 ადგილწარმოშობის დასახელება და 32 გეოგრაფიული აღნიშვნა. პროდუქტისთვის ასეთი სტატუსის მინიჭება უზრუნველყოფს მისი იდენტობის დაცვასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას როგორც შიდა, ისე გარე ბაზრებზე, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოფლის მეურნეობის გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საქმეში.

Related Posts

მიხეილ სარჯველაძემ, ტრანსცხიმების ელიმინაციის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძემ, ტრანსცხიმების ელიმინაციის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

12 декабря, 2025
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პანკისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
ბლოგი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პანკისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

12 декабря, 2025
„თვითმიზანი ავტომფლობელების დაჯარიმება არ არის. მიზანი ქალაქებში გამონაბოლქვის შემცირება და ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღება“, — გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე
ბლოგი

„თვითმიზანი ავტომფლობელების დაჯარიმება არ არის. მიზანი ქალაქებში გამონაბოლქვის შემცირება და ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღება“, — გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე

12 декабря, 2025
გივი მიქანაძემ ქალაქ ჭიათურის N7 საჯარო სკოლა გახსნა
ბლოგი

გივი მიქანაძემ ქალაქ ჭიათურის N7 საჯარო სკოლა გახსნა

11 декабря, 2025
გივი მიქანაძე: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
ბლოგი

გივი მიქანაძე: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“

24 ноября, 2025
საბავშვო-სატელევიზიო სტუდია “ენკი-ბენკი”-ს ქუთაისის ფილიალის პატარა ტელევარსკვლავებმა ვანში, გალაკტიონის საიუბილეო კონცერტში მიიღეს მონაწილეობა
ბლოგი

საბავშვო-სატელევიზიო სტუდია “ენკი-ბენკი”-ს ქუთაისის ფილიალის პატარა ტელევარსკვლავებმა ვანში, გალაკტიონის საიუბილეო კონცერტში მიიღეს მონაწილეობა

19 ноября, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ