თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ექსპორტის სტრატეგიაზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით

საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ექსპორტის სტრატეგიაზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით
Share on FacebookShare on Twitter

17 ნოემბერი 2025. თბილისი, საქართველო. ქართველმა მეღვინეებმა, ექსპორტიორებმა და მარკეტინგის სპეციალისტებმა ცოდნა გაიღრმავეს პროდუქტის ექსპორტის შესაძლებლობის შესახებ. ჯამში, ღვინის სექტორის 76 წარმომადგენელი დაესწრო ორ დღიან ონლაინ ტრენინგს, რომელსაც ღვინის გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო ექსპერტი ჯული პეტერსონი უძღვებოდა.

საგანმანათლებლო შესაძლებლობა FAO-მ განახორციელა, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.

ღონისძიების მიზანი საქართველოს ღვინის სექტორში კონკრეტულ ბაზრებზე ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის საჭირო ცოდნის დანერგვა იყო.

ონლაინ ტრენინგი განხორციელდა მიმდინარე წელს ჩატარებულ ტრენინგში მონაწილეთა დადებითი უკუკავშირის საფუძველზე, რომელიც მეტად აქცენტირებული იყო აშშ-ში, კანადაში, გერმანიაში, დანიაში, ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში ექსპორტზე, სადაც მომხმარებლები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. 

ამჯერად, სესიებზე მეტი ყურადღება გამახვილდა გაერთიანებული სამეფოებისა და აშშ-ის ბაზრებისთვის რელევანტურ საკითხებზე, როგორებიცაა ლოგისტიკა, რეგულაციები, ბაზარზე პოზიციონირება, ბრენდინგი და გაყიდვების სტრატეგიები. მონაწილეებმა ასევე გაიგეს მეტი ახალი მიგნებების შესახებ დისტრიბუციის სტრუქტურებზე, ფასწარმოებასა და ექსპორტის გრძელვადიანი ზრდის დაგეგმარებაზე.

„ჩვენს ძვირფას პარტნიორ ევროკავშირთან და შვედეთთან ერთად, FAO განაგრძობს საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორის ხელშეწყობას ცოდნის გაზიარებაზე ფოკუსირებული აქტივობებით“, ამბობს ანა ბოკერია, FAO-ს პროექტის კომპონენტის მენეჯერი სურსათის უვნებლობისა და ექსპორტის მიმართულებით. „ღვინის სექტორის წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოხატეს ინტერესი ევროკავშირსა და აშშ-ის ბაზრებზე ექსპორტის შესახებ ცოდნის გაღრმავების მიმართებით. ორ დღიანი ონლაინ ტრენინგი სწორედ მათი უკუკავშირის საფუძველზე ხორციელდება და გვჯერა, რომ ეს აქტივობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ღვინის ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით განსაკუთრებით იმ ბაზრებზე, სადაც ძვირადღირებული ღვინო მოთხოვნადია”.

„ცოდნაში, უნარებსა და ბაზრის აღქმის შესაძლებლობებში ინვესტირებით, ევროკავშირი ქართველ მწარმოებლების კომერციული სტრატეგიების განვითარებას ეხმარება უნიკალური ღვინოების საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებისთვის“, განაცხადა დენის რაისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერმა. „სექტორში კომპეტენციის გაძლიერება საქართველოს, როგორც ღვინის, აკვნის ისტორიის, მრავალფეროვნებისა და უნიკალურობის საერთაშორისო მომხმარებლამდე მიტანას უზრუნველყოფს“.

___

ევროკავშირის შესახებ

30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri-sakartveloshi/

პროექტის შესახებ

ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.

საკონტაქტო ინფორმაცია:

გურამ საყვარელიძე, კომუნიკაციის სპეციალისტი

guram.saqvarelidze@fao.org; +995558493891

Related Posts

„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“
ბლოგი

„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“

16 апреля, 2026
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
ბლოგი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა

15 апреля, 2026
მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა
ბლოგი

მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა

8 апреля, 2026
ბლოგი

2 апреля, 2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს
ბლოგი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს

2 апреля, 2026
ბლოგი

რუსთავში, დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

30 марта, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ