17 ნოემბერს, გალაკტიონის დაბადების დღეს, ვანში დიდი პოეტის 134-ე წლისთავი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მოადგილეებთან — გოჩა ჭუბაბრიასთან, ვლადიმერ ხელაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძესთან ერთად, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების 134 წლისთავთან დაკავშირებით, პოეტის ძეგლი გვირგვინით შეამკო.
აქვე გეტყვით, რომ ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების — გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების მემორიალური სახლებისა და დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაცია; ტიციან ტაბიძის ავარიული საექსპოზიციო დარბაზის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფუნქციური საექსპოზიციო დარბაზის მშენებლობა; გალაკტიონ ტაბიძის საექსპოზიციო დარბაზის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები; მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობა. განახლებული მუზეუმი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძის მშობლიურ ქოხში, შუამთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და ფოლკლორული ანსამბლ „შუამთას“ მონაწილეობით პერფორმანსი გაიმართა, ხოლო ვანის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის სახლში დიდი საზეიმო კონცერტი “გალაკტიონის ნატერფალებზე” შედგა.
კონცერტში, ადგილობრივ მომღერლებთან და ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საბავშვო ტელესტუდია “ენკი-ბენკი”-ს ქუთაისის ფილიალის აღსაზრდელებმა ნიტა და ანასტასია სულაბერიძეებმა, ბარბარე ჩიკვაიძემ და ბარბარე აბრამიძემ. მათ მაყურებლის მხურვალე ოვაციებიც დაიმსახურეს.
აღსანშნავია, რომ “ენკი-ბენკი”-ს ქუთაისის ფილიალში პატარები არამარტო ქუთაისიდან, არამედ როგორც ვანის, ასევე — იმერეთის სხვადასხვა რაიონებიდანაც სწავლობენ. ამჟამად სტუდიაში საახალწლო კლპის გადაღებისთვის მიმდინარეობს სამზადისი და ახალი ჯგუფების რეგისტრაციებიც გრძელდება. მსურველები სტუდიას უნდა დაუკავშირდეთ ნომრებზე: 599107794; 557533031












