თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

ცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

ცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილმა 2025 წელი შეაჯამა
Share on FacebookShare on Twitter

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს 2025 წლის ბოლო სხდომა გაიმართა. დღეს გამართულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა  2025 წელი   შეაჯამა. მან დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და გაწეული სამუშაოსთვის ადმინისტრაციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. გიორგი კალანდარიშვილმა კომისიის წევრებს, სხდომაზე დამსწრე პირებსა და საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცა. გიორგი კალანდარიშვილის შემაჯამებელ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ: 

„წლის ბოლო სხდომა კარგი შესაძლებლობაა, შევაჯამოთ მიმდინარე წელი და კიდევ ერთხელ შევხედოთ იმ დიდ გზას, რომელიც ერთად გავიარეთ. ეს იყო პერიოდი, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, გამძლეობა და პროფესიული სიმტკიცე მოსთხოვა. ეს იყო გამოწვევებითა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით სავსე პერიოდი.

ცესკოსთვის თითოეული წელი განსაკუთრებულია, მითუმეტეს, თუ ეს საარჩევნო წელია, ვინაიდან ეს ნიშნავს ახალი გამოცდილების შეძენას და განვითარებას.

ცესკოს საქმიანობა არ არის მხოლოდ პროცედურებისა და ვადების დაცვა. ეს არის ყოველდღიური, ხშირად შეუმჩნეველი, მაგრამ ქვეყნის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი შრომა. სწორედ ამიტომ, ძვირფასო კოლეგებო, საარჩევნო ადმინისტრატორებო, თქვენი როლი და წვლილი ამ პროცესში განსაკუთრებით დასაფასებელია.

მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით დაკისრებული მოვალეობების შესრულება მაღალი პროფესიული სტანდარტებით, კანონმდებლობის მკაცრი დაცვითა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობით. ერთობლივი ძალისხმევით გაუმჯობესდა როგორც საარჩევნო პროცესების ადმინისტრირება, ისე შიდა სამუშაო მექანიზმები და კომუნიკაცია.

ბუნებრივია, წელი არ ყოფილა მარტივი. იყო სირთულეები, მაღალი დატვირთვა და კრიტიკული გარემო. თუმცა სწორედ ასეთ პირობებში ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა ინსტიტუციის სიძლიერე — სიმშვიდე, პრინციპულობა და ერთმანეთის მხარდაჭერა. თითოეული ასეთი გამოცდილება ჩვენთვის გაკვეთილია და მომავალი განვითარების საფუძველი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილება, რომელიც ამ წელს მივიღეთ, გვაძლევს შესაძლებლობას, მომავალში კიდევ უფრო ეფექტიანად ვიმუშაოთ, განვავითაროთ პროფესიული უნარები და გავაძლიეროთ ორგანიზაციული კულტურა.

მომავალი წელი ახალ ამოცანებს მოგვიტანს, რომელთა შორის იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი მზადება მომავალი საარჩევნო ციკლებისთვის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იმ პასუხისმგებლობის გრძნობით, რომელიც დღეს გვაერთიანებს, შევძლებთ ყველა გამოწვევის ღირსეულად დაძლევას.

გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, ცესკოს, უსკოს, სწავლების ცენტრისა და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და თანამშრომლებს, გაწეული შრომის, მოთმინების, ღირსეული სამსახურისა და ერთგულებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, პროფესიულ წარმატებას და მშვიდ, ნაყოფიერ ახალ წელს.

დამდეგ ახალ წელს ვულოცავ არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრატორებს, არამედ მთლიანად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ყველა თანამემამულეს ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ. ვუსურვებ ყველა ოჯახს მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. დაე, ახალმა წელმა მოიტანოს მეტი ურთიერთგაგება, ერთმანეთის პატივისცემა, ურთიერთნდობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების გაძლიერებისა და ქვეყნის წინსვლისთვის. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებულ ახალ წელს“.

დღესვე ცესკოს თავმჯდომარემ საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია სხდომებთან დაკავშირებით. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა დღეს ცესკომ წლის ბოლო,  რიგით 42-ე სხდომა გამართა. 2025 წლის განმავლობაში ცესკომ მიიღო 56 დადგენილება და 242 განკარგულება, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

„ამ პერიოდში ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა სრულად განგვეხორციელებინა გასულ წელს დანერგილი სხდომების მართვის ელექტრონული სისტემა, რომელმაც უზრუნველყო სხდომების ეფექტიანად წარმართვა. ასევე, უზრუნველყოფილი იყო სხდომების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა საარჩევნო ადმინისტრაციის სოციალურ ქსელებში პირდაპირი ტრანსლირების გზით, რამაც ერთი მხრივ, უზრუნველყო გადაწყვეტილების მიღების პროცესის საჯაროობა და გამჭვირვალობა, ხოლო მეორე მხრივ კი ჩართული მხარეებისთვის სხდომების დისტანციურად დაკვირვების შესაძლებლობა. შესაბამისად, ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც სხდომების ორგანიზებაში, გაშუქებასა და სხვა საორგანიზაციო თუ ტექნიკურ საკითხში იყო ჩართული, მინდა მადლობა გადავუხადო — სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებს და განსაკუთრებით სამდივნოს თანამშრომლებს, ასევე ყველა სტრუქტურულ ერთეულსა და სწავლების ცენტრს განსახილველი საკითხების მომზადებისთვის, განხილვებსა და სხდომებში მონაწილეობისთვის“,-აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

Related Posts

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
ბიზნესი

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

25 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“

4 февраля, 2026
ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა
ბლოგი

ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა

3 февраля, 2026
Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს
ბლოგი

Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს

22 января, 2026
ბლოგი

გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

17 января, 2026
13-14 იანვარს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი
სიახლეები

13-14 იანვარს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

12 января, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ