თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home Uncategorized

გივი მიქანაძე: რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით

გივი მიქანაძე: რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით
Share on FacebookShare on Twitter

„რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო—კვლევითი მიმართულებით.

თითოეული ადამიანი ჩვენთვის ღირებულია, ღირებულია მათი ცოდნა, გამოცდილება და დამსახურება უნივერსიტეტის წინაშე, შესაბამისად, პროცესებს წარვმართავთ ისე, რომ ისინი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ,“ — აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დროებით მმართველ ორგანო „საბჭოში“, რომელიც რეორგანიზაციის განხორციელების მიზნით შეიქმნება, პარიტეტის დაცვით, თანაბარი უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, თავად წარმართავენ რეორგანიზაციას იმისთვის, რომ უზრუნველყონ იმ აქტივობების განხორციელება, რომელიც ორი უნივერსიტეტის უმტკივნეულოდ გაერთიანებასა და შემდგომ ხარისხიან საქმიანობაზე იქნება ორიენტირებული.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების მიზნით, მომდევნო თვეების განმავლობაში, უზრუნველვყოფთ ყველა პროგრამის სიღრმისეულ შესწავლას და იქ, სადაც უნივერსიტეტებს შორის გვაქვს მსგავსი პროგრამები, მოხდება პროგრამების დადარება და ერთ კომპონენტად შეჯერება“, — აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება დამატებითი პოზიცია, რომელიც არ ჩაანაცვლებს არც ერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას.

„ჩვენ შემოგვაქვს ახალი აკადემიური თანამდებობა, ეს არის წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც იქნება დამატებითი და არ ჩაანაცვლებს არც ერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას. აღნიშნულ თანამდებობაზე პირი, შემდგომი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა კრიტერიუმის დაცვით, ღია, საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს,“ — განაცხადა მინისტრმა.

Related Posts

ქუთაისში  ჩხობაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა
Uncategorized

ქუთაისში  ჩხობაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა

15 апреля, 2026
კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო, საქართველოში გლოვა მისი დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება
Uncategorized

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო, საქართველოში გლოვა მისი დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება

20 марта, 2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის თებერვალში ავტოტრანსპორტისგამონაბოლქვისდადგენილნორმებთანშეუსაბამობის831  ფაქტიგამოავლინა
Uncategorized

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის თებერვალში ავტოტრანსპორტისგამონაბოლქვისდადგენილნორმებთანშეუსაბამობის831  ფაქტიგამოავლინა

9 марта, 2026
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა
Uncategorized

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა

5 марта, 2026
„შრომითიმიგრაციისშესახებკანონში“ ცვლილებებიამოქმედდა
Uncategorized

„შრომითიმიგრაციისშესახებკანონში“ ცვლილებებიამოქმედდა

2 марта, 2026
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება – 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი
Uncategorized

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება – 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი

19 февраля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ