თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“

მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“
Share on FacebookShare on Twitter

„როდესაც საუბარია წამალზე და სამკურნალო საშუალებებზე, ბუნებრივია, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემაა და სამართლიანია, რომ როგორც ხარისხის, ისე ფასის კუთხით იყოს ისეთი რეჟიმი, რომელიც მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მედიკამენტების დიდ ნაწილზე უკვე მოქმედებს რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი. დღეს გამართულ სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სწორედ აღნიშნული მექანიზმის ეფექტიანობაზე, ასევე ფასების რეგულირების სხვა პრეპარატებზე გავრცელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

„ფაქტია, რომ რეფერენტული ფასები ამ დრომდე მუშაობს. ისე როგორც ბევრ განვითარებულ სახელმწიფოში, საქართველოშიც დანერგილია და მოიტანა დადებითი შედეგი. დაახლოებით 7000 დასახელების მედიკამენტებზე რეფერენტული ფასი უკვე განსაზღვრულია და მოქმედებს. ეს ცოცხალი პროცესია.

ფარმაცევტული სექტორის გამოხმაურება კონსტრუქციული და ნორმალური იყო. რა საკვირველია ყველას კარგად ესმის, რომ ერთ-ერთი უპირველესი მექანიზმი ფასების რეგულირებისთვის, სწორედ რეფერენტული პოლიტიკის გატარებაა. ამაზე იყო საუბარი და სექტორს აქვს განწყობა, რომ აღნიშნულმა მიდგომამ შეიძლება იმუშაოს სხვა მედიკამენტებთან მიმართებითაც“, — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მედიკამენტების ხარისხის საკითხზეც და აღნიშნა, რომ ფასების რეგულირება ხარისხის კონტროლის გარეშე ვერ იქნება ეფექტიანი. მისი თქმით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია, რომ ბაზარზე მოხვედრილი ნებისმიერი მედიკამენტი ხარისხობრივ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.

„ხარისხის კონტროლის მიმართულებით მნიშვნელოვანია მინიმალური სტანდარტების მკაცრად დაცვა – მედიკამენტი, რომელიც ამ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ბაზარზე არ უნდა შემოდიოდეს, მიუხედავად იმისა, რამდენად მიმზიდველია ის ფასის თვალსაზრისით მეწარმისთვის, პაციენტისთვის თუ ექიმისთვის. ამ კუთხით, გასულ წელსაც მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის ე.წ. GMP სტანდარტების რეალურად ამოქმედება. აღნიშნულ საკითხებზე დღევანდელ სხდომაზეც იყო საუბარი“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ხარისხისა და ფასის დაბალანსების შედეგი უკვე თვალსაჩინოა კონკრეტულ მაგალითებში.

„როდესაც ვსაუბრობთ ხარისხსა და ფასზე, მაგალითად, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეგულირების შემდეგ, ზოგ შემთხვევაში ფასი 12-ჯერ, ზოგ შემთხვევაში კი 8-ჯერ შემცირდა. აქ საუბარია კონკრეტული მედიკამენტის ფასზე და არა იმაზე, რომ ბაზარზე დაბალი ხარისხის, უფრო იაფი პროდუქტი გაჩნდა. საუბარია იმავე ხარისხის, იმავე პროდუქტის ფასის შემცირებაზე. შესაბამისად, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან უცვლელი ხარისხის პირობებში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Related Posts

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
ბიზნესი

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

25 февраля, 2026
ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა
ბლოგი

ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა

3 февраля, 2026
Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს
ბლოგი

Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს

22 января, 2026
ბლოგი

გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

17 января, 2026
13-14 იანვარს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი
სიახლეები

13-14 იანვარს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

12 января, 2026
„რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება“
ბლოგი

„რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება“

12 января, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ