თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

გივი მიქანაძე: „ივანე ჯავახიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა განათლებული და ძლიერი ქვეყნის შენებას — მისი თაოსნობით დაარსდა თბილისში განათლების, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრების მთავარი კერა, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს“

გივი მიქანაძე: „ივანე ჯავახიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა განათლებული და ძლიერი ქვეყნის შენებას — მისი თაოსნობით დაარსდა თბილისში განათლების, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრების მთავარი კერა, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს“
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტის დამფუძნებლის ღვაწლზე ისაუბრა.

„ივანე ჯავახიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა უკეთესი, განათლებული და ძლიერი ქვეყნის შენებას, რომელიც, სიმცირის მიუხედავად, საკუთარ კვალს დაატყობდა მსოფლიო ცივილიზაციას თავისი უნიკალური კულტურითა და მდიდარი ისტორიით.

ის იყო ჭეშმარიტი მამულიშვილი, სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარული და სანიმუშო მოქალაქე, რომელიც მონაწილეობდა ქვეყნის დამოუკიდებლობის გადარჩენასა თუ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში.

ივანე ჯავახიშვილი წლების განმავლობაში, დაუღალავი შრომის შედეგად, ამზადებდა ნიადაგს ქართულ ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისთვისა და ქართული მეცნიერების განვითარებისთვის. ეს იყო ერის საამაყო შვილის მთავარი ღირებულება და ამ ღირებულებების გარშემო შემოიკრიბა თანამოაზრეები, უკვე სახელგანთქმული მეცნიერები, რაც ქართული უნივერსიტეტის დაარსებით დაგვირგვინდა. სწორედ ივანე ჯავახიშვილმა ჩაუყარა საფუძველი განათლების, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრების მთავარ კერას, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს.

მჯერა, რომ დიდი მეცნიერის მიერ დატოვებული სამეცნიერო მემკვიდრეობა კიდევ მრავალ თაობას წარუძღვება წინ და დაგვეხმარება, შევქმნათ ისეთი ინტელექტუალური რესურსი, რომელიც  მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს გაუწევს კონკურენციას”, — განაცხადა გივი მიქანაძემ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ, საქართველოს რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარე დავით გურგენიძემ და საქართველოს პარლამენტისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებმა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერებმა, რომლებმაც ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში უახლესი კვლევები წარმოადგინეს.

ღონისძიების დაწყებამდე გივი მიქანაძემ, თსუ-ის რექტორთან, აკადემიკოს ჯაბა სამუშიასთან, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებთან და სამეცნიერო საზოგადოებასთან  ერთად, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ივანე ჯავახიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო და მისი სახელობის აუდიტორიასთან ივანე ჯავახიშვილის ბიუსტი გახსნა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიმართა ფილმის  — „ივანე ჯავახიშვილი“ ჩვენება.

ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თსუ-ის მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში მოეწყო ივანე ჯავახიშვილის მემორიალური ნივთების, ხელნაწერებისა და წიგნების გამოფენა. ასევე, წარმოდგენილი იყო მეცნიერის თხზულებათა სრული კრებულის პირველი ტომი და დაჯილდოვდნენ შემოქმედებითი კონკურსის „ივანე ჯავახიშვილი 150“ გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები.

ასევე დაგეგმილია ივანე ჯავახიშვილის მონეტისა და საფოსტო მარკის პრეზენტაცია და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

Related Posts

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”
ბლოგი

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”

3 августа, 2026
შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით
ბლოგი

შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით

2 августа, 2026
ბლოგი

26 июля, 2026
ბლოგი

ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

24 июля, 2026
„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!
ბლოგი

„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!

19 июля, 2026
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა
ბლოგი

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა

12 июля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ