თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე —  „ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს ყოველმხრივ შეფასებას. ამით არის დაკავებული დღეს ევროპის არაერთი სახელმწიფო კი არა,  პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო“

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე —  „ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს ყოველმხრივ შეფასებას. ამით არის დაკავებული დღეს ევროპის არაერთი სახელმწიფო კი არა,  პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო“
Share on FacebookShare on Twitter

„ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს ყოველმხრივ შეფასებას. ამით არის დაკავებული დღეს ევროპის არაერთი სახელმწიფო კი არა,  პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო,  რომლისთვისაც თანაბრად აქტუალურია, რა თქმა უნდა,  ეს საკითხი.   კიდევ ერთხელ გავიმეორებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნათქვამს – არც ერთი თანხა არ იქნება დაზოგილი და არ დაგვახევინებს უკან, როდესაც საუბარია რეალურად არსებულ, უსაფრთხო და ეფექტიან სამკურნალო საშუალებაზე“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საკითხზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხის შესწავლა მეცნიერულ, დასაბუთებულ და სანდო წყაროებზე დაყრდნობით უნდა ხორციელდებოდეს და მაგალითად ევროპული ქვეყნების გამოცდილება მოიყვანა.

„შესწავლისა და შეფასების პროცესი სერიოზული საკითხია და საჭიროებს სიღრმისეულ ანალიზს. გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს სპეციალისტების ჩართულობით და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ბუნებრივია, ამ საკითხის განხილვისთვის არ კმარა, მაგალითად, რომელიმე დეპუტატის მხრიდან მაისურზე წარწერის გაკეთება.

წარმატებულ შემთხვევებს რაც შეეხება, ჩვენ, მათ შორის, პარლამენტში კონკრეტულად წყაროებზე დაყრდნობით წარმოვადგინეთ ინფორმაცია, მაგალითად, ცალკეული ფატალური შემთხვევებისა და რისკების შესახებ.

ანალოგიური მდგომარეობისა და დილემების წინაშე დგას ევროპის არაერთი ქვეყანა, მათ შორის, შვედეთი. გვაქვს კომუნიკაცია იქ არსებულ საუნივერსიტეტო ბაზებთან. დღეს შვედეთში არსებული ჯანდაცვის პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ იმ მედიკამენტს, რომელიც ჩვენი, ქართული სისტემითაც არის გათვალისწინებული. არაფერზე მეტზე გადაწყვეტილება მიღებული არ გახლავთ და, რა თქმა უნდა, შვედეთი არ არის ის სახელმწიფო, რომელზეც შეიძლება ვინმე დაეჭვდეს, რომ ან თანხა ენანება, ან ნაკლებად სოციალურია, ან ნაკლებად ემპათიური.

შვედეთმაც იცის, რა თქმა უნდა, მონაყოლი და ნაამბობი ისტორიები წარმატებული მკურნალობის შესახებ, მაგრამ ამ წარმატებაში ესეც გავითვალისწინოთ, რომ ჯერ არ არის დადასტურებული, მედიკამენტების წვლილია ამაში მონაწილე, რეაბილიტაციის სერვისები, მულტისექტორული ჯგუფის ჩართულობა თუ სხვა. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არ არის პრიმიტიული და მარტივად გადასაწყვეტი საკითხი, ამას აუცილებლად სჭირდება სიღრმისეულად კარგად გაანალიზება, თორემ, რასაკვირველია, ჩემთვის გასაგებია ის ემოციაც, ის ტკივილიც, ის მძიმე ვითარებაც, რომელიც არსებობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ დაუფიქრებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები“  — განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამინისტროს კარი ყველა დაინტერესებული პირისთვის ღიაა და მზად არიან —  ნებისმიერ ადამიანს საკითხზე სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ.

Related Posts

„ოენო“-ს ახალი კონკურსი: „იშვიათი ჯიში, იშვიათი ღვინო“ (Rare Vine & Wine) — მივიწყებული გემოების აღორძინება და საერთაშორისო შანსი
ბლოგი

„ოენო“-ს ახალი კონკურსი: „იშვიათი ჯიში, იშვიათი ღვინო“ (Rare Vine & Wine) — მივიწყებული გემოების აღორძინება და საერთაშორისო შანსი

21 ноября, 2026
საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა
ბიზნესი

საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა

18 ноября, 2026
საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა
გაზეთი

საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა

16 ноября, 2026
გივი  მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა
განათლება

გივი  მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა

16 ноября, 2026
ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”
ბლოგი

ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”

10 ноября, 2026
ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე — პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნითი ეტაპი
ბიზნესი

ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე — პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნითი ეტაპი

6 ноября, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ