თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home მსოფლიო

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა
Share on FacebookShare on Twitter

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველწლიურად 1 ოქტომბერს აღინიშნება,  კიდევ ერთი შესაძლებლობაა ხანდაზმულთა უფლებების, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება და  კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას ამ საკითხების მნიშვნელობას.  ამავე დროს ეს დღე, სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, შეაფასოს არსებული გამოწვევები და გააძლიეროს ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული პოლიტიკა და მოქმედი მექანიზმები.

2026 წლის ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის თემაა „ხანგრძლივი სიცოცხლის ხანა: ხანგრძლივი სიცოცხლისთვის სისტემების გადააზრება“. ეს საკითხი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას თან უნდა ახლდეს სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისი განვითარება, რათა ადამიანებს მიეცეთ ღირსეული დაბერების შესაძლებლობა. 

სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხანდაზმულთა ხანგრძლივი ზრუნვის სისტემის მონიტორინგს — არსებული გამოწვევების თაობაზე პერიოდულად ამზადებს სპეციალურ ანგარიშებს და გასცემს რეკომენდაციებს. ანგარიშებში ხშირადაა აღნიშნული, რომ ხანდაზმულებზე ზრუნვა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ მათ სამედიცინო, არამედ ასევე, ინდივიდუალურ საჭიროებებს, ავტონომიას, ღირსებასა და სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობას. ამასთან,  სახალხო დამცველი სისტემატურად ახორციელებს ხანგრძლივი ზრუნვის, მათ შორის, კერძო დაწესებულებებში ხანდაზმულთა უფლებების დაცვის  შემოწმებას.  სწორედ ამ კუთხით ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა კერძო ხანდაზმულთა სახლებში უფლებების დაცვაზე მუდმივი ადმინისტრაციული მონიტორინგისა და ეფექტიანი ზედამხედველობის არარსებობა, რაც დაუცველ მდგომარეობაში ტოვებს ხანდაზმულ პირებს. ამ პრობლემის დასტურია პერიოდულად სხვადასხვა მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული სიუჟეტები თუ ინფორმაცია, რა დროსაც საუბარია სხვადასხვა კერძო ხანდაზმულთა სახლებში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს  სახალხო დამცველის მიერ კერძო დაწესებულებებთან მიმართებით გამოვლენილი სისტემური გამოწვევების გათვალისწინებისა და მათზე შესაბამისი რეაგირების აუცილებლობას.

სახალხო დამცველი მომავალშიც განაგრძობს ასეთი დაწესებულებების მონიტორინგს და შედეგებს შესაბამის ანგარიშებში ასახავს, თუმცა სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს, გადახედოს არსებულ პოლიტიკასა და სამართლებრივ მოწესრიგებას და უზრუნველყოს ისეთი ნორმატიული  და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა, რომლებიც ეფექტიანად დაიცავს ხანდაზმულთა უფლებებს და უზრუნველყოფს მათ ღირსეულ, უსაფრთხო, დამოუკიდებელ ცხოვრებას.

Related Posts

განათლების სამინისტროს განცხადება საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით
განათლება

განათლების სამინისტროს განცხადება საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით

1 октября, 2026
ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს
ბლოგი

ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს

22 августа, 2026
გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”
ბლოგი

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”

3 августа, 2026
შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით
ბლოგი

შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით

2 августа, 2026
ბლოგი

26 июля, 2026
ბლოგი

ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

24 июля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ