თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბიზნესი

ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე — პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნითი ეტაპი

ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე — პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნითი ეტაპი
Share on FacebookShare on Twitter

31 ოქტომბერს ახალციხის ისტორიულ ციხეზე, „სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრი”-ს ორგანიზებით, ახალციხელი და ბორჯომელი ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებამ, ფაქტობრივად, შეაჯამა პროექტი „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“, რომელიც კულტურის სამინისტროს სსიპ „შემოქმედებითი საქართველო”-ს მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტის მიზანი გახლდათ ახალციხესა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში მოღვაწე ქალი ხელოვანების შემოქმედების გაძლიერება, მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა და მესხური ტრადიციული ხელსაქმის თანამედროვე კონტექსტში პოპულარიზაცია.

რამდენთვიანი ინტენსიური პროგრამის განმავლობაში პროექტის მონაწილეებმა არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარეს. ზაფხულში მოწყობილი შემოქმედებითი პლენერი ფოთოლეთში გახდა ერთ-ერთი საფუძველი იმ ახალი კონცეფციებისა და ნამუშევრებისა, რომლებიც ფართო საზოგადოების წინაშე სწორედ ახალციხის ციხეზე გამოიფინა . პლენერის პარალელურად, მონაწილეებმა გაიარეს პრაქტიკული ვორქშოფები და მენტორობის კურსი, პერსონალური ბრენდინგის მენტორთან, თამთა ბაინდურაშვილთან, რამაც მათ ხელი შეუწყო როგორც ტრადიციული ტექნიკების სრულყოფაში, ისე ციფრული მარკეტინგისა და ნამუშევრების კომერციული მიმართულებით განვითარებაში.

პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონში მოღვაწე ქალი ხელოვანების ეკონომიკურ გაძლიერებას, შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენასა და მესხური ტრადიციული ხელსაქმის პოპულარიზაციას, ერთგვარ შემოქმედებით ოჯახად დააკავშირა მონაწილეები.

რაბათის სივრცეში გამართული გამოფენა მხოლოდ ნამუშევრების ექსპოზიცია არ ყოფილა — ეს იყო ადამიანური სითბოთი, გულწრფელი ღიმილებითა და თბილი შეხვედრებით სავსე დღე. როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, პროექტმა მათ მისცა ერთმანეთის აღმოჩენის, გამოცდილების გაზიარებისა და საკუთარი შესაძლებლობების ახალი გზებით წარმოჩენის შესაძლებლობა.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო ბორჯომელი და ახალციხელი 14 ხელოვანი ქალის მიერ შექმნილი უნიკალური სახელოვნებო პროდუქცია, როგორც ტრადიციული მესხური ორნამენტებით გაფორმებული ნიმუშები, ისე — მხატვრული ტილოები და თექის ნამუშევრები. გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე, პროექტის კოორდინატორი ვიკა ჩოგოვაძე ამავდროულად გახლავთ ახალდაბის ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრის “თექის კლუბის” ხელმძღვანელი და თავის ნამუშევრებთან ერთად, მისივე მოსწავლეების ექსპოზიციაც წარუდგინა დამთვალიერებელს.

„ეს არ იყო მხოლოდ გამოფენა. ეს იყო სიყვარულით დაწყებული და ადამიანური სითბოთი გაგრძელებული ლამაზი ისტორიის ახალი დასაწყისი. კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ტრადიცია მაშინ ცოცხლობს, როცა მას ახალი თაობა, ახალი იდეები და მოსიყვარულე ადამიანები აგრძელებენ,“ — გვიზიარებენ თავის აზრს პროექტის მონაწილეები.

გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე ახალციხის ციხეზე მყოფ ქართველ და უცხოელ ტურისტებში, რომლებმაც დიდი მოწონებითა და ინტერესით დაათვალიერეს  ხელოვანი ქალების ნამუშევრები.

ღონისძიებას ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ. გამოფენის მონაწილეებსა და სტუმრებს შორის იყვნენ ახალციხის მერიის წარმომადგენელი თამარ მღებრიშვილი და საქართველოს პარლამენტის სამცხე-ჯავახეთის დელეგატის, ანტონ ობოლაშვილის წარმომადგენელი ახალციხეში მზია თამარაშვილი. მოწვეული სტუმრების მონაწილეობით, პროექტის წარმატებულ მონაწილე ქალბატონებს სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო კატალოგები გადაეცათ, რაც მათ შემოქმედებით გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წახალისება გახდა.

პროექტის ფარგლებში ასევე აქტიურად მიმდინარეობდა რეგიონული მედიამხარდაჭერა — მათ შორის, სპეციალური საგაზეთო გამოცემის, ბეჭდური თუ ციფრული კატალოგებისა და ინტერნეტპლატფორმების მეშვეობით, ფართო აუდიტორიამ გაიცნო მონაწილე ქალების შემოქმედებითი გზა და რეგიონული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობა.

Related Posts

„ოენო“-ს ახალი კონკურსი: „იშვიათი ჯიში, იშვიათი ღვინო“ (Rare Vine & Wine) — მივიწყებული გემოების აღორძინება და საერთაშორისო შანსი
ბლოგი

„ოენო“-ს ახალი კონკურსი: „იშვიათი ჯიში, იშვიათი ღვინო“ (Rare Vine & Wine) — მივიწყებული გემოების აღორძინება და საერთაშორისო შანსი

21 ноября, 2026
საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა
ბიზნესი

საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა

18 ноября, 2026
საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა
გაზეთი

საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა

16 ноября, 2026
გივი  მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა
განათლება

გივი  მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა

16 ноября, 2026
ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”
ბლოგი

ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”

10 ноября, 2026
ცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა
განათლება

ცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა

6 ноября, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ