6 დეკემბერს, სასტუმრო „რჩეული პალასში“ დასავლეთ საქართველოს 50-მდე მცირე საოჯახო მარანი ერთ სივრცეში გაერთიანდება.
ზამთრის პირველ კვირა დღეს, 6 დეკემბერს, ქუთაისი ღვინის მოყვარულებისა და პროფესიონალებისთვის მიზიდულობის მთავარ ცენტრად იქცევა. ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, რომელმაც გასულ წლებში დასავლური მეღვინეობის პოპულარიზაციასა და მცირე მარნების გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, წელსაც ტრადიციულ ლოკაციაზე — სასტუმრო „რჩეული პალასში“ გაიმართება.
ღვინის კლუბი “ცოლიკოური”-ს ორგანიზებით დაფუძნებული ფესტივალი უკვე იქცა იმ უნიკალურ პლატფორმად, სადაც დასავლეთ საქართველოს გამორჩეული მცირე საოჯახო მარნები თავიანთ ნაშრომს ფართო აუდიტორიას აცნობენ. წინა წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსგავსი შეხვედრები არა მხოლოდ ახალი გემოების აღმოჩენის, არამედ მცირე მეღვინეების მხარდაჭერისა და ღვინის სფეროს პროფესიონალებს შორის საქმიანი კავშირების დამყარების საუკეთესო საშუალებაა.
რა ელოდებათ ფესტივალის სტუმრებს?
როგორც ღვინის კლუბ «ცოლიკოური»-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლაშა გურული გვეუბნება: წლევანდელ „არაჩვეულებრივ გამოფენაზე“ დასავლეთ საქართველოს 50-მდე მცირე საოჯახო მარანი იქნება წარმოდგენილი. დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ:
- პირადად გაიცნონ მეღვინეები: მოისმინონ თითოეული ბოთლის მიღმა არსებული ოჯახური ისტორიები, ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების უნიკალური ტრადიციები;
- დააგემოვნონ და შეიძინონ რჩეული ღვინოები: აღმოაჩინონ ახალი გემოები, შეაფასონ დასავლური ღვინოები და ადგილზევე შეიძინონ სასურველი ბოთლი პირდაპირ მწარმოებლისგან;
- დატკბნენ ქართული გასტრონომიით: ფესტივალის სივრცეში წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ქართული კერძები, რაც ღვინის დეგუსტაციას სრულყოფილ კულინარიულ გამოცდილებად აქცევს.
- სიახლე ფესტივალზე: სტუმრები ღვინოსთან ერთად, ფრანის მუსიკით ისიამოვნებენ და უცხოური ღვინოების მასტერ-კლასშიც მიიღებენ მონაწილეობას!
პრაქტიკული ინფორმაცია ვიზიტორებისთვის
- თარიღი: კვირა, 6 დეკემბერი, 2026 წელი
- დრო: 11:00 – 18:00 საათი
- მისამართი: ქუთაისი, გრიგოლ ხანძთელის ქ. 21 (სასტუმრო „რჩეული პალასი“)
- ბილეთები: ონლაინ შეძენა შესაძლებელია ბმულზე — tkt.ge, ასევე ბილეთები გაიყიდება ღონისძიების დღეს, ადგილზე (კართან).
თუ გსურთ, ახლოს გაეცნოთ დასავლეთ საქართველოს მეღვინეობის მრავალფეროვნებას, გაიზიაროთ მეღვინეების ემოციები და მხარი დაუჭიროთ მცირე საოჯახო მარნებს, მაშინ 6 დეკემბერს ქუთაისი „არაჩვეულებრივ გამოფენაზე“ გელოდებათ!
მანამდე კი, შეგიძლიათ «ცოლიკოური»-ს ფბ-გვერდი დაათვალიეროთ https://www.facebook.com/profile.php?id=61553380182472
ნატო გუბელაძე
ღვინის ჟურნალისტი







