თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home განათლება

საქართველო ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდულ ოლიმპიადას — EJOI მასპინძლობს

Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2-6 სექტემბერს ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდული ოლიმპიადა, რეკორდულად ბევრი, 30-მდე ქვეყნის მონაწილეობით ონლაინ რეჟიმში იმართება.

ოლიმპიადის  ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“ უზრუნველყოფს.

ოლიმპიადა 2 სექტემბერს 16:00 საათზე ელექტრონულ ფორმატში საზეიმო ცერემონიით გაიხსნა, რომლის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შესახებ საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია და საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ჯაბა სამუშიასა და ოლიმპიადის პრეზიდენტის გიორგი მანდარიას მისალმების შემდეგ მოხდა ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების წარდგენა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ოლიმპიადის მონაწილეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო კომიტეტის გადაწყვეტილებით 2021 წლის ოლიმპიადა, მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში, ტრადიციულ ფორმატში კვლავ საქართველოს ორგანიზებით გაიმართება:

 „ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველომ მაღალ დონეზე უზრუნველყო 2020 წლის ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადის ონლაინ ფორმატში ჩატარება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დღეს, მსოფლიო გამოწვევების ფონზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ონლაინ ჩატარება შესაძლებელია.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ოლიმპიადის ყველა მონაწილეს წარმატებები ვუსურვო. იმედი მაქვს, მომავალ წელს მსოფლიო Covid-19-ის პანდემიას დაამარცხებს და მომდევნო ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადის მონაწილეებს საქართველოში ვუმასპინძლებთ,“ — განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

წელს საქართველომ ძირითადი გუნდის გარდა, წარადგინა  დამატებით გუნდი, რომელიც ოლიმპიადაში კონკურსგარეშე იღებს მონაწილეობას. გამარჯვებული გუნდები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები, შესარჩევი ტურების შედეგად გამოვლინდებიან. ოლიმპიადის საზეიმო დახურვა 6 სექტემბერს, 17:00 საათზე  ონლაინ   რეჟიმში გაიმართება.

2020 წლის საქართველოში ჩატარებული ოლიმპიადისთვის შეიქმნა ოფიციალური ვებგვერდი  http://ejoi2020.ge, მომზადდა ამოცანები და სპეციალური  ავტომატიზებული მატესტირებელი სისტემა.

ოლიმპიადის მასპინძლობით და მაღალი დონის ორგანიზებით საქართველო კიდევ ერთხელ წარმოჩნდება ქვეყანა, რომელსაც ღირსეული ადგილი უჭირავს ევროპისა და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და ამ სფეროში სათანადო, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებისა თუ პედაგოგიური კადრის არსებობით.

ინფორმატიკის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდები ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის შედეგებისა და დამატებითი შესარჩევი ტურის შედეგების საფუძველზე, შესაბამისი ასაკობრივი ზღვარის გათვალისწინებით შეირჩა.ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული  ოლიმპიადა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. იგი  იმართება ინფორმატიკის  საერთაშორისო ოლიმპიადის წესებისა და სტანდარტების მიხედვით.  პირველად ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა (EJOI) 2017 წელს ბულგარეთში  გაიმართა.

Related Posts

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”
ბლოგი

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”

3 августа, 2026
შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით
ბლოგი

შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით

2 августа, 2026
ბლოგი

26 июля, 2026
ბლოგი

ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

24 июля, 2026
„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!
ბლოგი

„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!

19 июля, 2026
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა
ბლოგი

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა

12 июля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ