თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home განათლება

მიხეილ ჩხენკელი რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო

Share on FacebookShare on Twitter

სენაკის მუნიციპალიტეტში რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო. ფესტივალი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით „მთვარის მოტაცება“ გაიხსნა, რომელიც ღია ცის ქვეშ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს გაიხსნა რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი. იგი უაღრესად საინტერესოა და  ჩვენს რეგიონებში თეატრალური კულტურის დიდი ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას წარმოადგენს. ფესტივალის პირველი სპექტაკლი შესანიშნავად ითამაშა სოხუმის თეატრმა, რომელმაც უნიკალური მიდგომით, ძალიან საინტერესო ხედვით გააცოცხლა დიდი კონსტანტინე გამსახურდიას ბრწყინვალე რომანი „მთვარის მოტაცება“. მსურს მთელ საზოგადოებას მივულოცო ფესტივალის გახსნა და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, განსაკუთრებით მის სამხატვრო ხელმძღვანელსა და სულისჩამდგმელს, ქალბატონ ნინელი ჭანკვეტაძეს. ფესტივალი ჩვენი სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მსურს ყველა მონაწილეს დიდი წარმატება ვუსურვო. რაც შეეხება თეატრისმოყვარულებს, დარწმუნებული ვარ, რომ მათ წინ ძალიან საინტერესო სპექტაკლები და დიდი სიამოვნება ელით“.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ მიხეილ ჩხენკელმა ფესტივალის დამფუძნებელს, სოხუმის თეატრის რეჟისორსა და დასს ფესტივალის გახსნა მიულოცა, წარმატება და პროფესიული წინსვლა უსურვა.

სპექტაკლის ინსცენირების ავტორი თამაზ გოდერძიშვილია. მასში გაცოცხლებულია სცენები კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან „მთვარის მოტაცება“. სპექტაკლი რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა, მხატვარი კი ანა ნინუაა. მოქმედი პირები და შემსრულებლები: ეკატერინე არჩაია, ბადრი ბეგალიშვილი, დავით ბერაძე, იზოლდა ბოკუჩავა, გიორგი გასვიანი, გიორგი გოგიშვილი, ჯანო იზორია, ვერიკო კალანდია, ჯულიეტა პაკელიანი, მარინა სოლომონია, მერაბ ყოლბაია, მარიამ ყოლბაია, ანა მატუაშვილი, ლელა შარაბიძე, სანათა ძაძამია, ნიკოლოზ წერედიანი, ნუგზარ წერედიანი, ედემი ხვიჩია.

რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი 1-6 სექტემბერს ტარდება სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე ღია ცის ქვეშ.  მასში მონაწილეობას იღებს ქართული რეგიონული თეატრალური დასები: დმანისიდან, თელავიდან, გორიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან და ბათუმიდან. რეგიონული თეატრების  საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“ (დამფუძნებელი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე). ფესტივალის მხარდამჭერია ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერია.

Related Posts

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”
ბლოგი

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”

3 августа, 2026
შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით
ბლოგი

შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით

2 августа, 2026
ბლოგი

26 июля, 2026
ბლოგი

ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

24 июля, 2026
„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!
ბლოგი

„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!

19 июля, 2026
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა
ბლოგი

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა

12 июля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ