tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home განათლება

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება

Share on FacebookShare on Twitter

15 სექტემბრიდან, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 2020-2021 ახალი სასწავლო წელი იწყება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში  საკლასო ოთახებში დაიწყო. 1-ლი ოქტომბრიდან კი სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.

სირთულეების მიუხედავად, ახალი სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყება. 2020-21 სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულებულია 50 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 800-მდე სკოლას.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებდა როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სამუშაოების ნაწილი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და რეგიონების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.

განათლების სისტემა მზად არის როგორც საკლასო ოთახებში, ასევე, დისტანციურად სასწავლო პროცესი დასაწყებად. მთელი ზაფხულის განმავლობაში სამინისტრო ამისათვის ინტენსიურად მუშაობდა. სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განახლებისთვის, მინისტრის ბრძანებით შექმნილი და დამტკიცებულია დისტანციური სწავლების წესი. შესაბამისი ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც, რის თაობაზეც ყველა სკოლა ინფორმირებულია. განვლილი პროცესებიდან გამომდინარე, სამინისტროს აქვს წინა სასწავლო წლის უმნიშვნელოვანესი  გამოცდილება, რაც  იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში შეუფერხებლად წარიმართოს.

სამინისტროს მხრიდან სკოლები უზრუნველყოფილნი არიან სახელმძღვანელოებითა და პირველკლასელთა კომპიუტერებით, რომელთა გადაცემაც მოსწავლეებისათვის ეტაპობრივად მიმდინარეობს.

სამინისტროს ინიციატივით, ახალი სასწავლო წლიდან დაინერგება ელექტრონული ჟურნალი, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს. აღნიშნული სიახლე მასწავლებლებს ხელს შეუწყობს ელექტრონულად აღრიცხონ მოსწავლეების როგორც დასწრება, ასევე შეფასება.

სამინისტროს მიერ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით.   ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, ყველა კლასისა და საგნისათვის 15 სექტემბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი — განათლება“ ეთერით მოსწავლეებითვის კვლავ განახლდება პროექტი „ტელესკოლა“.  „ტელესკოლის“  გაკვეთილების ჩაწერაზე სამინისტრო მთელი ზაფხულის განმავლობაში მუშაობდა.

Related Posts

„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“,- იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში
მსოფლიო

„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“,- იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში

17 июня, 2025
ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკა

ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა

16 июня, 2025
ComCom-მა საერთო რადიომაუწყებლების ლიცენზიების მოსაპოვებლად 6 გეოგრაფიულ ზონაში კონკურსი გამოაცხადა
ბლოგი

ComCom-მა საერთო რადიომაუწყებლების ლიცენზიების მოსაპოვებლად 6 გეოგრაფიულ ზონაში კონკურსი გამოაცხადა

17 июня, 2025
ალექსანდრე წულაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა
ბლოგი

ალექსანდრე წულაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა

14 июня, 2025
თბილისში ZEG -ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ბიზნესი

თბილისში ZEG -ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

13 июня, 2025
სომელიეს სკოლის დღიურები — რეპორტაჟი ბოლნისის ღვინის ფესტივალიდან
ადგილწარმოშობები

სომელიეს სკოლის დღიურები — რეპორტაჟი ბოლნისის ღვინის ფესტივალიდან

5 июня, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ