თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home განათლება

ბორჯომში სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დაიწყო

Share on FacebookShare on Twitter

ბორჯომში სასწავლო წელი საკლასო ოთახში, მერხებთან დაიწო, პანდემიის გამო გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვითა და სიზუსტით. ქართული ჰიმნი და პატრიოტულ მოტივებზე დაწერილი მელოდიები მთელი დილის განმავლობაში ამხნევებდა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. განსაკუთრებული სილამაზით კი გამოირჩეოდნენ თაიგულით ხელში პირველკლასელები, ბორჯომის #1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყებას პირადად ადევნებდა თვალს ბორჯომის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი იზო ლომიძე.

იზო ლომიძე (ბორჯომის რესურსცენტრის ხელმძღვანელი): — სწავლა ყველა რეგულაციის გათვალისწინებით და დაცვით დაიწყო, ჩვენ ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რათა მოწესრიგებული ყოფილიყო სასწავლო გარემო. განსხვავებული სასწავლო წელია, რაც პანდემიის შედეგია, მაგრამ მას მომზადებული შევხვდით. ყველა რეკომენდაციის დაცვით სკოლა გაიხსნა, რა თქმა უნდა, თავისი ჩვეული და აუცილებელი საგაკვეთილო ბადით, სიახლეებით, მომზადებული გარემოთი, მასწავლებლებით. მშობლებმაც და მოსწავლეებმაც ზუსტად იცოდნენ, თუ როგორი ვითარება დახვდებოდათ სასწავლო დაწესებულებებში. მეც დავიცავი დღეს ყველა რეგულაცია და შორიდან ვადევნებდი თვალს, თუ როგორ დაიწყო სასწავლო პროცესი და მომავალი კვირიდან დავიწყებთ ინტენსიურ მონიტირინგს სკოლებში.  

ჩვენს მოსწავლებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ვუსურვებ წარმატებულ სასწავლო წელს. ერთად დავიცვათ საკუთარი და სხვების ჯანმრთელობა, ერთად ვებრძოლოთ პანდემიას და მივიღოთ კარგი განათლება.

ჯულიეტა ჯინჯოლავა (ბორჯომის #1 საჯარო სკოლის დირექტორი): — სწავლა დავიწყეთ შერეული (ჰიბრიდული) მოდელით, ზუსტად ყველა რეკომენდაციის დაცვით, ყველაფერი წესრიგშია, ამისთვის ყველაფერი გააკეთა განათლების სამინისტრომ, ჩვენმა რესუსცენტრმაც და სკოლის ადმინისტრაციამ. ახლა იმედი მაქვს, რომ ასეთივე თანადგომა გვექნება მშობლების მხრიდან და მოსწავლეებიც გააცნობიერებენ ამ მნიშვნელოვან საფრთხესა და პასუხისმგებლობას. ასე, ერთად ვისწავლით სასწავლო წლის მართვას პანდემიის პირობებში.

ციცი მუმლაძე (მშობელი): — დიდი სიხარულით მოვედით სკოლაში და მოლოდინი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ კარგის. გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მოსწავლეები ჩვეულებისამებრ ივლიან სკოლაში. მაქსიმალურად დავიცავთ გაცემულ რეკომენდაციებს.

მარი ბერიძე (მშობელი): — პირველად მიდის სოფიო სკოლაში და ძალიან ვღელავ, რთულ პერიოდში უწევს პირველი ნაბიჯების გადადგმა. წინასწარ ჰქონდა ვირუსზე ინფორმაცია და ამ მიზეზით სკოლაში არსებული წესების შესახებ ინფორმირებულია. ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი დღეა.

მარიამ ლომსაძე (ბორჯომის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე): — აქამდე ჩემს მეგობრებს ვირტუალურად ვხედავდი, დღეს მათ შევხვდი და მიხარია. როდესაც სხვა ქალაქებში სწავლა გადადეს, ვღელავდი, რომ ჩვენთანაც ისევ ონლაინ არ დაწყებულიყო სწავლა. მენატრებოდა სკოლა, დღეს ჩვენ  გაგვიმართლა.

გიგი ხაჩიძე (ბორჯომის #1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე): — ძალიან ვღელავ, მეშინია, რომ კლასელები ვერ ვიცნო. ალბათ, მარტივად შევეგუებით ახალ სასწავლო წელს და დავიწყებთ ცხოვრებას და სწავლას კორონა ვირუსთან ერთად. რეგულაციებს მაქსიმალურად დავიცავთ. აღნიშნული წესები დირექციამ, მასწავლებლებთან ერთად გაგვაცნო. 

იზა იანვარაშვილი

Related Posts

სახალხო დამცველის განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობასთან დაკავშირებით
ბლოგი

სახალხო დამცველის განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობასთან დაკავშირებით

17 апреля, 2026
„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“
ბლოგი

„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“

16 апреля, 2026
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
ბლოგი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა

15 апреля, 2026
მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა
ბლოგი

მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა

8 апреля, 2026
ბლოგი

2 апреля, 2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს
ბლოგი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს

2 апреля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ