თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ცესკოში ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ამოქმედდა

Share on FacebookShare on Twitter

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ამოქმედდა. ცენტრი მედიის მონიტორინგს ახორციელებს, რომლის მიზანია, გამოკვეთოს რა ტიპის ყალბი ამბები თუ დეზინფორმაცია ვრცელდება საარჩევნო პროცესებთან მიმართებით.

ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მუშაობას დღეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქეთი მაისურაძე გაეცნენ. მათ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, კომისიის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღინიშნა, რომ საარჩევნო პერიოდში, როდესაც გამორჩეულად მაღალია ინტერესი საარჩევნო პროცესების მიმართ, აუცილებელია გავრცელებული ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და ანალიზი.

ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ცესკოში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით გაიხსნა.

„ჩვენ, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან — IFES-სთან და USAID-თან ერთად გავხსენით ინფორმაციის დაცულობის ცენტრი. ამ ცენტრში იმუშავებენ ახალგაზრდები, რომლებიც დააკვირდებიან და მონიტორინგს გაუწევენ ყველა ინფორმაციას, რაც არჩევნებს უკავშირდება, იქნება ეს დეზინფორმაცია, თუ ყალბი, დაუზუსტებელი ან არასწორი. ამ მონაცემების ანალიზის მიზანია, რომ არჩევნებში ჩართული ყველა მხარე, და პირველ რიგში ამომრჩევლები, ზუსტად და სწორად იყვნენ ინფორმირებული არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების თაობაზე“, — აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულებისას.

როგორც USAID-ის დემოკრატიული მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა განაცხადა, ინფორმაციის სანდოობა უნდა იყოს დაცული, ვინაიდან არიან წყაროები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას. „ძალიან კმაყოფილი ვარ ცესკოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრით, რადგან ისინი ძალიან სერიოზულად უდგებიან ამ მნიშვნელოვან ინიციატივას. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცენტრი საზოგადოებასთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს, ასევე ამომრჩეველთა სწორ ინფორმირებას და რა თქმა უნდა, გაზრდის ქართველი ამომრჩევლების მოტივაციას არჩევნებში მონაწილეობისთვის“, — აღნიშნა ადამ შმიდტმა. ცენტრი პირველი ოქტომბრიდან ამუშავდა და მონიტორინგს საარჩევნო პერიოდში განახორციელებს. მათ მიერ მომზადდება როგორც შუალედური, ისე დასკვნითი ანალიზი და მონიტორინგის მიგნებების საბოლოო ანგარიში.

Related Posts

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს
ბლოგი

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს

1 июня, 2026
გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘
ბლოგი

გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘

31 мая, 2026
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ბლოგი

26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება

28 мая, 2026
სამედიცინო გზამკვლევი
ბლოგი

სამედიცინო გზამკვლევი

28 мая, 2026
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

23 мая, 2026
საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.
ბლოგი

საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.

21 мая, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ