tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home ბიზნესი

„შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით ეროვნული კინოცენტრი ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმას ქმნის

Share on FacebookShare on Twitter

„ისტორია-კინო-ისტორია“ (History-Film-History) – ასე ჰქვია ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნება.

წელს ეროვნული კინოცენტრის პროექტმა „შემოქმედებითი ევროპის“ მედია ქვეპროგრამის მიერ გამოცხადებულ კონკურსში (EACEA-25-2019 FILMEDU) მოიპოვა გამარჯვება და გრანტი 205 295 ევროს ოდენობით. „შემოქმედებით ევროპასთან“ თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი ისტორიის მანძილზე, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ, როგორც ლიდერმა ქვეყანამ ისე გაიმარჯვა. კონკურსში სულ 23 პროექტი მონაწილეობდა, უმაღლესი შეფასება და გამარჯვებულის სტატუსი კი მხოლოდ ხუთ მათგანს ერგო. პროექტის პარტნიორები არიან: იტალიის კინოარქივის ფონდი (Fondazione Cineteca Italiana),  ჩრდილოეთ ირლანდიის შემოქმედებითი სწავლების ცენტრი (The Nerve Centre) და სერბეთის ეროვნული კინოარქივი (the National Cinèmatheque of Serbia). ოთხივე პარტნიორი 2 წლის მანძილზე ერთობლივად იმუშავებს პლატფორმის შექმნაზე, რომელიც საბოლოოდ ხელმისაწვდომი იქნება პროექტში ჩართული ყველა ქვეყნის ენაზე.

„ისტორია-კინო-ისტორია“ კინოხელოვნების საგანმანათლებლო პოტენციალის გამოყენების ახალ შესაძლებლობას იძლევა. პროექტის ფარგლებში მასალები შეიქმნება ორი მიმართულებით: მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიის სწავლება ფილმების გამოყენებით და კინოს, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულების, ისტორიის სწავლება.

პროექტის მონაწილე ქვეყნების მაგალითებზე, მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ევროპის ისტორიისა და ევროპული კინოს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს. სწავლის პროცესში გამოყენებული ფილმები თუ სხვა ვიზუალური მასალა გაუადვილებთ მათ ეპოქის აღქმას, ასევე, შეიქმნება იმ ფილმების კატალოგი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მე-20 საუკუნის ისტორიის შესასწავლად.

თანამედროვე ეპოქაში ონლაინ სივრცე და თხრობის აუდიო-ვიზუალური ფორმა ყველაზე ხშირად გამოიყენება ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისთვის. ამ ფაქტის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში შექმნილ სასწავლო მასალებს ექნებათ ვიდეო ლექციების სახე (თეორიულ მასალასთან და სავარჯიშოებთან ერთად), რაც განასხვავებს ახალ პორტალს აქამდე არსებული ამ ტიპის სხვა საგანმანათლებლო რესურსებისგან.

პლატფორმის პრაქტიკაში გამოყენება მოხდება პროექტის პარტნიორ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, პროექტის „კინო სკოლაში“ ფარგლებში.

„კინო სკოლაში“ არის პროექტი, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი უკვე 6 წელია წარმატებით ახორციელებს. იგი უკვე ორჯერ (2016-2017 და 2018-2020 წლებში) იყო “შემოქმედებითი ევროპის“ ამავე კონკურსში გამარჯვებული პროექტების პარტნიორი. ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმაზე მუშაობა ნოემბერში დაიწყება. იგი სამომავლოდ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

Related Posts

სახალხო დამცველმა საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი მოინახულა
ეკონომიკა

სახალხო დამცველმა საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი მოინახულა

25 июня, 2025
„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“,- იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში
მსოფლიო

„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“,- იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში

17 июня, 2025
ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკა

ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა

16 июня, 2025
ComCom-მა საერთო რადიომაუწყებლების ლიცენზიების მოსაპოვებლად 6 გეოგრაფიულ ზონაში კონკურსი გამოაცხადა
ბლოგი

ComCom-მა საერთო რადიომაუწყებლების ლიცენზიების მოსაპოვებლად 6 გეოგრაფიულ ზონაში კონკურსი გამოაცხადა

17 июня, 2025
ალექსანდრე წულაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა
ბლოგი

ალექსანდრე წულაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა

14 июня, 2025
თბილისში ZEG -ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ბიზნესი

თბილისში ZEG -ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

13 июня, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ