tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home Uncategorized

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დისტანციური სწავლების უნარებს გაიუმჯობესებენ

Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და განათლების სისტემის თანამშრომლები დისტანციური სწავლების მიმართულებით გადამზადდებიან.

პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 100 საჯარო სკოლაში განხორციელდება, მიზნად ისახავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის – ესტონური გამოცდილების გაზიარებით მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლების გადამზადებას.

პროექტის პრეზენტაცია 186-ე საჯარო სკოლის შენობაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, ესტონეთის ელჩმა საქართველოში რინა კალიურანდმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა მიიღეს. შეხვედრაზე მხარეებმა  პროექტში ჩართული სკოლების ადმინისტრაციასა და პედაგოგებს სამომავლო გეგმები გააცნეს, მათთან დისკუსია გამართეს და ახლადაშენებული სკოლა დაათვალიერეს.

ეკატერინე დგებუაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა ესტონეთის ელჩსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით ახალი პროექტის განხორციელებაზე.

ეკატერინე დგებუაძე: „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც განათლების სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადებას,  მათი უნარებისა და ცოდნის განვითარებას შეუწყობს ხელს. ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით საქართველოში, განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო ბავშვთა განათლების უფლების დაცვაზე. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი წვდომა განათლების სფეროს სიახლეებზე და ხარისხიან, უწყვეტ განათლებაზე. სწორედ ამას ემსახურება ეს ერთობლივი პროექტიც, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ მათი მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემო და ხელი შევუწყოთ შეიძინონ ცოდნა და უნარები თვითრეალიზაციისთვის  ტექნოლოგიურად სწრაფადცვალებად განვითარებულ სამყაროში.“

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო სისტემატურად მუშაობს სკოლებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ახალი სასწავლო წლისთვის აშენდა, რეაბილიტირდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა არაერთი საჯარო სკოლა, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში.

პროექტის ფარგლებში საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის წამომადგენლები, მათ შორის, სამინისტროსა და სკოლების ადმინისტრაციები გაეცნობიან ესტონურ მოდელს, კერძოდ, დისტანციური სწავლების დანერგვის პრაქტიკასა და ამ კუთხით შემუშავებულ კონცეფციებს, დაწყებითი განათლების მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაიარონ მომზადება კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიაში, ხოლო სკოლების ადმინისტრაციებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წამომადგენლები მოსწავლეებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფისა და სკოლის მენეჯმენტის მიმართულებით გადამზადდებიან. პროექტი, საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის რევიზიასაც გულისხმობს.

დისტანციური სწავლების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ესტონეთის მთავრობის მიერ სრულად ფინანსდება, 2020 წლის სექტემბერში დაიწყება და 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ესტონეთის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის 2014 წელს დაწყებული პარტნიორობა მიზნად ისახავს ქართველი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბავშვებისთვის განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

2014-2016 წლებში განხორციელებული პარტნიორობის ფარგლებში გადაიხედა I-IX კლასების ეროვნული სასწავლო გეგმა. 2017-2019 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 20 საპილოტე სკოლის მასწავლებლებმა გაიარეს მომზადება და სწავლების ინოვაციურ მიდგომებს გაეცნენ. პარტნიორობის ფარგლებში ასევე, მოეწყო სასწავლო ტური ესტონეთში, სადაც საქართველოს შერჩეული სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ადგილზე გაეცნენ ესტონეთის განათლების სისტემის პოლიტიკასა და მიდგომებს სასწავლო გეგმასთან, მონიტორინგსა და ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. პროექტში ჩართული იყვნენ ესტონეთის უნივერსიტეტების სასწავლო გეგმის ექსპერტები და მეცნიერები.

Related Posts

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ბლოგი

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

9 июля, 2025
რუსთავში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ბლოგი

რუსთავში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

9 июля, 2025
ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს
ბლოგი

ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს

9 июля, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა
ბიზნესი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა

25 июня, 2025
ბურგუნდიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა
მსოფლიო

ბურგუნდიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

25 июня, 2025
ლევან მეხუზლა: „საქართველომ ოფიციალურად წარადგინა განაცხადი, რომ 2027 წელს გახდეს OIV-ის კონგრესის მასპინძელი ქვეყანა“
Uncategorized

ლევან მეხუზლა: „საქართველომ ოფიციალურად წარადგინა განაცხადი, რომ 2027 წელს გახდეს OIV-ის კონგრესის მასპინძელი ქვეყანა“

25 июня, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ