თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბიზნესი

ქართული ღვინის კიდევ ერთი მსოფლიო აღიარება

Share on FacebookShare on Twitter

2020 წელს საუკეთესოდ შეფასებულ ხუთ ღვინოს შორის გამორჩეული ადგილი ქართულმა ღვინომ დაიკავა 

The Morning Claret-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა, ბესთსელერის „ქარვისფერი რევოლუცია“ (Amber Revolution) ავტორმა საიმონ ვულფმა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ღვინის ერთ-ერთ საუკეთესო შემფასებლად ითვლება, 2020 წლის შემაჯამებელ სტატიაში მკითხველს ხუთი ღვინო გააცნო, საიდანაც ერთი ქართული ღვინო — 2016 წელს  წარმოებული საფერავია. 

საიმონ ვულფი განმარტავს, რომ ოჯახური ტიპის მეღვინეობის  «ბიომარანი»-ის საფერავი «ნამდვილი ვარსკვლავი» და  სრულიად განსაკუთრებულია. რაც შეეხება თავად სახელს — «ბიომარანი», ავტორი წერს, რომ ეს შთაგონებას იწვევს, რადგანაც ტექნიკური აღწერის თანახმად, მათ მიერ წარმოებული ღვინო „ორგანულზე გადასვლის“ ეტაპს გადის, რაც, მისივე შეფასებით, ძალიან კარგი დასაწყისია. 

«ბიომარანმა» ჭეშმარიტად  გამაოგნებელი ღვინო მიიღო, რომელიც მაგონებს უდიდეს  ლუარის კაბერნე ფრანკს  (Loire Cab Franc)»  — წერს ვულფი. მისივე შეფასებით ამ ღვინოში სწორადაა შენარჩუნებული საფერავის წითელი კენკროვანი გემო, ისევე როგორც მისი მწკლარტე, მაგრამ დახვეწილი ტანინი და აქვე დასძენს, რომ «ლაღად იგრძნობა შეთამაშებული მიწის სურნელი, რასაც ისევ Cab Franc-მდე მივყავარ. ეს კი აღფრთოვანებას გვმატებს! ეს საფერავი ნადვილი vin de soif-ია, ტიპიურობითა და ენერგიით დატვირთული. და როგორც ყველა კარგი ქვევრის ღვინის შემთხვევაში, აქ ვერ ნახავთ ვერც ჭარბ ჟანგბადიანობასა და ვერც მუხის კასრის ზედმეტ გემოებს, რაც ამ ღვინოს განსაკუთრებით სახალისოს ხდის». ამასთან, ღვინის გამორჩეული შემფასებელი  «ბიომარანს» მადლობას უხდის, რომ ეს 2016 წლის ღვინო ახლა გამოუშვა და არა მის ადრეულ ეტაპზე, რადგან მისივე აზრით, ეს ღვინო ბევრად კარგია, როდესაც ის რამდენიმე წლიანი დაძველებითაა.  

საიმონ ვულფი ბევრს საუბრობს «ბიომარანის» ღვინოზე და სტატიას იმ იმედით ასრულებს, რომ “თუ ქისი და ხიხვიც ასეთივე კარგია, მხოლოდ ამისთვის ღირს მოუთმენლად დაველოდოთ 2021 წელს”.  

გარდა ქართული ღვინისა, საიმონ ვულფის წლის შეფასება ესპანურმა, ფრანგულმა, სლოვაკურმა  და იტალიურმა ღვინოებმა დაიმსახურეს. 

ბიო მარანი ვებგვერდი: https://www.biomarani.com/

ბიო მარანი FB: https://www.facebook.com/BioMarani/

ვრცლად სტატია: https://www.themorningclaret.com/2020/why-natural-wine-matters-in-2020-my-top-5-discoveries/

Related Posts

„ოენო“-ს ახალი კონკურსი: „იშვიათი ჯიში, იშვიათი ღვინო“ (Rare Vine & Wine) — მივიწყებული გემოების აღორძინება და საერთაშორისო შანსი
ბლოგი

„ოენო“-ს ახალი კონკურსი: „იშვიათი ჯიში, იშვიათი ღვინო“ (Rare Vine & Wine) — მივიწყებული გემოების აღორძინება და საერთაშორისო შანსი

21 ноября, 2026
საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა
ბიზნესი

საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა

18 ноября, 2026
საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა
გაზეთი

საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა

16 ноября, 2026
გივი  მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა
განათლება

გივი  მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა

16 ноября, 2026
ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”
ბლოგი

ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”

10 ноября, 2026
ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე — პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნითი ეტაპი
ბიზნესი

ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე — პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნითი ეტაპი

6 ноября, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ