tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home ბიზნესი

მეფუტკრეობა პანდემიის დროს

Share on FacebookShare on Twitter

საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი ქალი ინტერესდება მეფუტკრეობით, რადგან ეს დარგი COVID-19 პანდემიის პირობებში სტაბილურ შემოსავალს უზრუნველყოფს

A picture containing person, outdoor

Description automatically generated

FAO და ევროკავშირი, პანდემიის პირობებში, მეფუტკრე ქალებს თანამედროვე მეთოდებისა და საუკეთესო პრაქტიკების გასაცნობად ტრენინგებს უტარებენ.

©ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

„რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ მეფუტკრე კაცი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენთად ეს სხვანაირად არის“, — ამბობს ქეთევან ბლუიშვილი, მეფუტკრე, კახეთის სოფელ მატანიდან. ზოგ რეგიონში მეფუტკრეობა ქალებისთვის აკრძალული საქმიანობაა, ქეთევანისთვის კი — ეს ოჯახური ტრადიციაა. მისი მშობლები მეფუტკრეები იყვნენ და ქეთიმ ეს ოჯახური საქმიანობა 2009 წელს გადმოიბარა.

„რთულია თქმა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სოფლად მცხოვრები ქალებისთვის საკუთარი შემოსავლის წყაროს არსებობა“, — ამბობს ქეთევანი.

COVID-19 პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას დიდი ზარალი მიაყენა, მნიშვნელოვნად შემცირდა ტურიზმი და ტრადიციული კახური პროდუქტის — ღვინის გაყიდვებმაც იკლო. ამ სფეროში დასაქმებული ბევრი ადამიანი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. ფინანსური პრობლემების მქონე ბევრ ოჯახში, შემოსავლის მთავარი მომპოვებლები ქალები გახდნენ.

პანდემია სოფლებშიც აქტიურად გავრცელდა და ადგილობრივმა ფერმერებმა მნიშვნელოვნად იზარალეს. ამ დროს ქეთევანმა საკუთარი მაგალითით და რჩევებით ბევრ ადგილობრივ ქალს თაფლის საკუთარი წარმოება დააწყებინა, რამაც დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენა განაპირობა.

FAO დაუკავშირდა ქეთევანს, როგორც ადგილობრივი თემის ლიდერს და შესთავაზა ფერმერთა საველე სკოლაში მონაწილეობა, სადაც მეფუტკრეებმა ამ სფეროში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების და საუკეთესო გამოცდილების  შესწავლა შეძლეს.

„მე 30 სკით დავიწყე თავის დროზე, ახლა 120 სკა მაქვს და კიდევ მეტის დამატებას ვაპირებ“, — ამბობს ქეთევანი.

ის სხვა ქალ მეფუტკრეებსაც ეხმარება ტრენინგებში ჩართვაში. FAO-ს მხარდაჭერით, ტრენინგებისა და საჭირო დანადგარების გადაცემის წყალობით, ზოგმა ადგილობრივმა ქალმა ნოლიდანაც დაიწყო თაფლის წარმოება.

 “ჩვენ, ადგილობრივ ქალებს, საკუთარი საქმის დაწყების დიდი მოტივაცია გვაქს. ძალიან გვინდა წარმოების თანამედროვე მეთოდების გამოცდილი ტრენერებისგან სწავლა“.

A picture containing flock, bird, wooden, many

Description automatically generated

COVID-19 პანდემიის პირობებში, სულ უფრო მეტი ქალი, ოჯახში შემოსავლის ერთადერთი შემომტანი გახდა. თანამედროვე მეფუტკრეობა შემოსავლის მდგრადი წყარო შეიძლება გახდეს. ©FAO/ტოფიკ ბაბაევი ©ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

„თაფლისა და ფიჭის წარმოების თანამედროვე მეთოდების ცოდნის ნაკლებობა საქართველოში მეფუტკრეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ეს პროდუქციის ხარისხზე და გაყიდვებზე მოქმედებს“, — აღნიშნავს თეიმურაზ ღოღობერიძე, საქართველოს მეფუტკრეობის ასოციაციის თავჯდომარე და FAO-ს მოწვეული ტრენერი. ექსპერტი ასევე ამბობს, რომ თანამედროვე ხელსაწყოების, ბრენდირების და ადგილობრივად და საექსპორტოდ გაყიდვების უნარების ნაკლებობა, ასევე როგორც ბოლო დროს გავრცელებული მავნებლები და დაავადებები, დარგის განვითარებას ხელს უშლიან.

სოფლის განვითარების მხარდაჭერა

საქართველოს სოფლის მეურნეობა დასაქმებული მოსახლეობის 40%-ზე მეტის დასაქმების სფეროა, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ ფაქტორის გათვალისწინებით,  ევროკავშირი და FAO, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, მხარს უჭერენ სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება, საქართველოში ENPARD-ის ძირითადი მიზანი — სოფლად სიღარიბის დაძლევაა. ამ პროგრამის ფარგლებში, FAO სახელმწიფო უწყებებს ტექნიკურ დახმარებას აწვდის და კერძო ფერმერებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს ინვესტიციების მოზიდვასა და ცოდნის ამაღლებაში ეხმარება.

ამჟამად, FAO-ს 80-ზე მეტი, ბოსტნეულის, რძის და მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების სადემონსტრაციო ნაკვეთი და 10 ფერმერთა საველე სკოლა აქვს საქართველოში. 1200-ზე მეტმა ფერმერმა უკვე გაიარა FAO-ს აგრონომების საველე ტრენინგები. ამ ფერმერთა 25%-ს ქალი ფერმერები შეადგენენ.

„ჩვენი პრიორიტეტია, უფრო მეტი ფერმერის, განსაკუთრებით ქალების ჩართვა ტრენინგებში. ჩვენ გვსურს, სამუშაო, რომელსაც ვეწევით სადემონსტრაციო ნაკვეთებისა და ფერმერთა საველე სკოლები სახით, საბოლოოდ, თვითონ მოწინავე ფერმერებს გადავაბაროთ, რათა მათ გააგრძელონ სამომავლოდ ეს საქმე და სხვა ფერმერებისთვის ტრენინგების ჩატარება შეძლონ. FAO-ს ტექნიკური დახმარებით, ჩვენს ფერმერებს მეტი და უკეთესი პროდუქციის უფრო მდგრადი წესით წარმოებისკენ ვუბიძგებთ“, — ამბობს ხავიერ სანს ალვარესი, FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორი.

ქეთევანის სამომავლო გეგმებშია, ჩამოაყალიიბოს ადგილობრივი თემის ქალი მეფუტკრეების კავშირი, რათა მათ ერთი ბრენდის ქვეშ აწარმოონ თაფლი და ბაზრის უფრო დიდი წილი დაიკავონ.

A close up of a spider

Description automatically generated with medium confidence

დამმტვერავი ცხოველები, 115 ყველაზე გავრცელებულ სოფლის მეურნეობის კულტურებს შორის, 87-ს მოსავლის რაოდენობას ზრდის. ამის მიუხედავათ, დამტვერავი ცხოველების მნიშვნელობა სათანადოდ არ არის დაფასებული და ისინი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ©FAO/Zinyange Auntony

ფუტკრის და მეფუტკრეების დღესასწაული

ფუტკრის საერთაშორისო დღეს, 20 მაისს, ჩვენ აღვნიშნავთ იმ ღვაწლს, რომელიც ფუტკარსა და სხვა დამმტვერავ მწერებს საკვების უსაფრთხოებაში შეაქვთ. დამტვერავები, მათ შორის, ფუტკრები, ჩიტები და ღამურები, მსოფლიოში მოყვანილი მოსავლის  ზრდის 35 პროცენტს უზრუნველყოფენ. ისინი 115 ყველაზე გავრცელებულ სოფლის მეურნეობის კულტურებს შორის, 87-ის წარმოებაში მონაწილეობენ.

ამის მიუხედავათ, დამმტვერავი ცხოველების მნიშვნელობა სათანადოდ არ არის დაფასებული და ისინი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. მდგრადი მეფუტკრეობა და ველური დამმტვერავი ცხოველების დაცვა, მსოფლიო საკვების უსაფრთხოებისთვის და თემების კეთილდღეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. COVID-19 პანდემიის დროს, FAO თემებს საარსებო წყაროების დაბრუნებაში ეხმარება, ამასთან ერთად, ორგანიზაცია ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას და ეკოსისტემების აღდგენის უჭერს მხარს. გაიგეთ მეტი მსოფლიო ფუტკრის დღის და ამ მისიაში თქვენი მონაწილეობის შესახებ.

Related Posts

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა
ბიზნესი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა

25 июня, 2025
ბურგუნდიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა
მსოფლიო

ბურგუნდიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

25 июня, 2025
სახალხო დამცველმა საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი მოინახულა
ეკონომიკა

სახალხო დამცველმა საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი მოინახულა

25 июня, 2025
„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“,- იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში
მსოფლიო

„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“,- იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში

17 июня, 2025
ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკა

ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა

16 июня, 2025
ComCom-მა საერთო რადიომაუწყებლების ლიცენზიების მოსაპოვებლად 6 გეოგრაფიულ ზონაში კონკურსი გამოაცხადა
ბლოგი

ComCom-მა საერთო რადიომაუწყებლების ლიცენზიების მოსაპოვებლად 6 გეოგრაფიულ ზონაში კონკურსი გამოაცხადა

17 июня, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ