tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home ბიზნესი

მზადდება ტურიზმის განვითარების კომპლექსური სტრატეგია – თურნავა

მზადდება ტურიზმის განვითარების კომპლექსური სტრატეგია – თურნავა
Share on FacebookShare on Twitter

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი სამთავრობო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეტალურად ისაუბრა. ნათია თურნავას ინფორმაციით, მზადდება ტურიზმის განვითარების კომპლექსური სტრატეგია, რომელიც ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნას ითვალისწინებს.


„მიუხედავად იმ დიდი დარტყმისა, რაც პანდემიამ ტურიზმს მიაყენა, თქვენ ხედავთ, რომ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ტურიზმის აღდგენის კარგი მაჩვენებლები გვაქვს და ჩვენი სამიზნე მაჩვენებელებია – 2025 წელს სულ მცირე 4,240,000,000 დოლარზე მეტი შემოსავალი შემოვიდეს ტურიზმიდან. 2019 წელს ეს მაჩვენებელი იყო 3,268,654, 058 დოლარი და ეს იყო რეკორდული წელი. ხოლო 2030 წელს ვფიქრობთ, ეს რეკორდული მაჩვენებელი გავაორმაგოთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.


რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, 2025 წელს საქართველო უმასპინძლებს 10 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს, ხოლო 2030 წლისთვის კი საქართველოს სულ მცირე 13-14 მლნ ტურისტი ესტუმრება. როგორც ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, ეს ნიშნავს რეგიონულ განვითარებას, რადგან ტურისტული ობიექტების უმრავლესობა სწორედ რეგიონებში განვითარდება.


რაც შეეხება ტურიზმის განვითარების კომპლექსურ სტრატეგიას, რომელზეც ნათია თურნავას უწყება მუშაობს – მინისტრის განცხადებით, სტრატეგია შედგება რამდენიმე მიმართულებისგან, მათ შორისაა მსხვილი ტურისტული პროექტები. მათი კონცეფცია ორიენტირებული იქნება ისეთი ტურისტული პროექტების განხორციელებაზე, სადაც საქართველოს აქვს მსოფლიოში უნიკალური უპირატესობა.


მისი ინფორმაციით, ტურიზმის სტრატეგიის მეორე, ტრადიციული მიმართულება საქართველოს კურორტების განვითარებაა. ნათია თურნავას თქმით, აქ საუბარია არამხოლოდ მსხვილ, ცნობილ კურორტებზე, სადაც უამრავი რამ კეთდება და დაგეგმილია უახლოეს პერიოდში, არამედ შედარებით მივიწყებულ კურორტებზე, რომლებიც თავის დროზე საკმაოდ მოთხოვნადი იყო და ახლა საჭიროა მათი პოტენციალის რეალიზება.


მესამე მნიშვნელოვან მიმართულებად ნათია თურნავა „მცირე სასახლეებს” ასახელებს.


„როდესაც ამაზე დავიწყეთ მუშაობა, აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად, ყველა მუნიციპალიტეტში არის ასეთი საინტერესო ობიექტი და პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ მოვთხოვეთ ჩვენს მუნიციპალიტეტებს, გუბერნატორებს, თვითმმართველობებს, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ ტერიტორიაზე არსებულ მსგავს ღირშესანიშნაობებზე. ეს იქნება ჩვენი შემდგომი მუშაობის საგანი”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

Related Posts

„ქართული  ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მერობის 63 კანდიდატი წარადგინა
პოლიტიკა

„ქართული  ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მერობის 63 კანდიდატი წარადგინა

11 августа, 2025
ბლოგი

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, პროფესიული კურსების დაფინანსების მოსაპოვებლად, სასწავლო დაწესებულებების განაცხადების მიღებას იწყებს

8 августа, 2025
2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება
ბლოგი

2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება

6 августа, 2025
გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ბლოგი

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

9 июля, 2025
რუსთავში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ბლოგი

რუსთავში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

9 июля, 2025
ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს
ბლოგი

ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს

9 июля, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ