tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას არაფერი ჰქონდა სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით — მათ ეშინოდათ არჩევნების შესწავლის

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას არაფერი ჰქონდა სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით — მათ ეშინოდათ არჩევნების შესწავლის
Share on FacebookShare on Twitter

„ოპოზიციას არ ჰქონდა არაფერი სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით,  მათ ეშინოდათ არჩევნების შესწავლის, სწორედ ამიტომ არ ჩაერთვნენ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და სწორედ ამიტომ ვერ ვხედავთ ჩვენ ოპოზიციის ძირითად ნაწილს დღეს წარმოდგენილს სხდომათა დარბაზში“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, არჩევნების გაყალბების ბრალდება ოპოზიციის რადიკალური ნაწილისთვის მრავალთვიანი საბოტაჟის საბაბი გახდა, რამაც არა მმართველი პარტია, არამედ ქვეყნის ინტერესები დააზიანა.

„ნებისმიერი კრიზისი, მათ შორის, ხელოვნური კრიზისიც, ბუნებრივია, ასუსტებს ქვეყანას, ასუსტებს დემოკრატიულ სისტემას და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილოთ ის, თუ რამდენად ჰქონდა რაიმე, თუნდაც, მინიმალური საფუძველი იმ საბოტაჟს, რომელიც განხორციელდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან ბოლომდე ნათელი მოეფინოს იმას, თუ რა მოხდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. გახსოვთ, რომ როდესაც ოპოზიციამ საუბარი დაიწყო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ჩვენ მათ წარვუდგინეთ 4 სხვადასხვა შეთავაზება. პირველი — ეს იყო გადათვლა —  ჩვენ შევთავაზეთ 200-ზე მეტი საარჩევნო უბნის გადათვლა ჯერ კიდევ ნოემბერში, მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს, რაც არასდროს არ მომხდარა საარჩევნო პროცესში; მეორე — ჩვენ მათ შევთავაზეთ 3700-ივე უბნიდან ამოღებული ვიდეო-ჩანაწერების ნახვა. ამაზეც თქვეს უარი, როცა საუბარი იყო ე.წ. კარუსელზე, ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამ ჩანაწერებით იმის გადამოწმება, თუ რამდენად ჰქონდა რეალურად ადგილი ასეთ სამართალდარღვევას. მესამე —  ჩვენ მათ შევთავაზეთ დებატები, სატელევიზიო დებატები, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული საარჩევნო პროცესთან. და მეოთხე — შევთავაზეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, იმ კომისიის შექმნა, რომელიც შემდეგ, რეალურად, შეიქმნა, თუმცა, ოთხივე შემოთავაზებაზე მივიღეთ საჯარო უარი. როგორც დღეს ირკვევა, ამას ჰქონდა ძალიან მარტივი მიზეზი. მიზეზი იყო ის, რომ რეალურად, მათ სათქმელი არაფერი არ აქვთ. კითხვებსაც კი ვერ სვამენ, ვერ ერთვებიან დებატებში. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ რეალურად, არჩევნები არ გაყალბებულა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა იმ დასკვნამ, რომელიც წარმოადგინა დღეს დროებითმა საგამოძიებო კომისიამ. კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ ეს კომისია შეგვექმნა წლის დასაწყისშივე, თუმცა, ჩვენ გვქონდა ამაზე კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ გვთხოვეს ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნის გადადება და მიზეზი იყო ის, რომ მათი სურვილი იყო, ოპოზიცია ჩართულიყო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში. ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო პარტნიორების ეს თხოვნა და გადავწიეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა და ეს კომისია შეიქმნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა 19 აპრილის შეთანხმებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიციამ მაინც თქვა უარი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე. ყველაფერი თავის თავზე მეტყველებს. მთავარი მიზეზი არის ის, რომ რეალურად, ოპოზიციას არ ჰქონდა არაფერი სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით. მათ ეშინოდათ არჩევნების შესწავლის, სწორედ ამიტომ არ ჩაერთვნენ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და სწორედ ამიტომ ვერ ვხედავთ ჩვენ ოპოზიციის ძირითად ნაწილს დღეს წარმოდგენილს სხდომათა დარბაზში“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

Related Posts

„ქართული  ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მერობის 63 კანდიდატი წარადგინა
პოლიტიკა

„ქართული  ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მერობის 63 კანდიდატი წარადგინა

11 августа, 2025
ბლოგი

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, პროფესიული კურსების დაფინანსების მოსაპოვებლად, სასწავლო დაწესებულებების განაცხადების მიღებას იწყებს

8 августа, 2025
2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება
ბლოგი

2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება

6 августа, 2025
გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ბლოგი

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

9 июля, 2025
რუსთავში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ბლოგი

რუსთავში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

9 июля, 2025
ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს
ბლოგი

ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს

9 июля, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ