თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

სოზარ სუბარი: თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს მოქალაქეთა ჩართულობა წარმოადგენს

სოზარ სუბარი: თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს მოქალაქეთა ჩართულობა წარმოადგენს
Share on FacebookShare on Twitter

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში შექმნილმა „მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფმა დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო ჯგუფის წევრები რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრებს, თემატური მოკვლევით დაინტერესებულ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის,  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის წევრების სურვილია, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური და დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის, საერთაშორისო და არსამთავრობო ორგანიზაციებს მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერთონ ამ პროცესში, რათა სამუშაო ჯგუფის წევრებს გაუზიარონ თავიანთი მოსაზრებები და მიდგომები თემატური მოკვლევის საკითხთან დაკავშირებით. 

„ჩვენ დაინტერესებული ვართ შევიმუშაოთ ისეთი რეკომენდაციები და წინადადებები, რომელიც რეალურად ქმედითი იქნება და ხელს  შეუწყობს ამ პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებას და, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერებას, რაც ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი სახელმწიფოსათვის და არა მხოლოდ. არ არსებობს მზა რეცეპტები, რა არის კარგი და რა არის ცუდი ამ საკითხში, ყველა ქვეყანა ცდილობს შეიმუშაოს ის მიდგომები და პრინციპები, ის მექანიზმები, რომლებიც მისი რეალური და ეროვნული თავისებურებებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე, ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ჩართულობას და ჩვენ სწორედ ამ პროცესში ვართ“, — განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის შეფასებით, თვითმმართველობის გაძლიერება მნიშვნელოვანი ამოცანაა და ამ მიმართულებით ერთ-ერთ საკვანძო ინსტრუმენტს სწორედ მოქალაქეთა ჩართულობა წარმოადგენს.

„თვითმმართველობის გაძლიერება მართლაც ერთ-ერთი საშური ამოცანაა ჩვენთვის. ვერ იქნება ძლიერი თვითმმართველობა შესაბამისი ინსტრუმენტების გარეშე და ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი არის სწორედ მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობა. არის მთელი რიგი მუნიციპალიტეტები, მთელი რიგი რეგიონები, სადაც გარკვეული პროგრამები ტარდება, ოღონდ ამას არა აქვს ჯერ საკანონმდებლო სახე, ეს უფრო ინიციატივებია, რომლებიც ადგილობრივ დონეზეა. კარგი იქნება, ზოგადი ხედვა შევიმუშაოთ როგორ უნდა განვითარდეს და რა წინადადებები შევიტანოთ კანონმდებლობაში იმისთვის, რომ მოქალაქეთა ჩართულობა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი“, — განაცხადა სოზარ სუბარმა  თემატური მოკვლევის მიმართ კომიტეტის მიდგომისა და ძირითადი პრინციპების შესახებ საუბრისას და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი მუშაობით, საბოლოოდ,  საინტერესო  და სასარგებლო შედეგებამდე მივლენ.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ იქნება ძლიერი, თუ ადგილზე მოსახლეობა პროცესებში აქტიურად არ იქნება ჩართული. „ამ პროცესების ღიაობა და გამჭვირვალობა ხელს უწყობს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და საზოგადოებისათვის იმის შეგრძნებას, რომ ისინი არიან ამ პროცესის უშუალო და განუყოფელი ნაწილი, რომ მათ თავის როლი აქვთ ამ გადაწყვეტილებების მიღებაში“, — აღნიშნა გივი მიქანაძემ.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნულ თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით მოსაზრებები და წინადადებები გააცნეს დამსწრეთ.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში იაგო წიკლაურმა  განაცხადა,  საქართველოს პრეზიდენტი მიმდინარე თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით საქმის კურსშია  და ამ მნიშვნელოვან პროცესში ჯგუფის წევრებს პრეზიდენტის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.

თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები სამუშაო შეხვედრებს გამართავენ ასევე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, მოქალაქეებთან. 

თემატურ მოკვლევაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, შესაბამის სამინისტროებს, სამთავრობო უწყებებს, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებმაც თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებს დასაბუთებული წინადადებები წერილობით სექტემბრამდე უნდა წარუდგინონ, შემდეგ კი გაიმართება ზეპირი მოსმენები, რის შედეგადაც რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

Related Posts

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”
ბლოგი

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”

3 августа, 2026
შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით
ბლოგი

შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით

2 августа, 2026
ბლოგი

26 июля, 2026
ბლოგი

ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

24 июля, 2026
„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!
ბლოგი

„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!

19 июля, 2026
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა
ბლოგი

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა

12 июля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ