თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

დაიწყებენ სამართლებრივ დავას სუსის წინააღმდეგ

დაიწყებენ სამართლებრივ დავას სუსის წინააღმდეგ
Share on FacebookShare on Twitter

დღე, პარტიის „ელენე ხოშტარია — დროა“ იურისტმა გიგა ლემონჯავამ და დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართეს. მათ მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს აცნობეს, რომ დაიწყებენ სამართლებრივ დავას სუსის წინააღმდეგ უკანონო ფარული მოსმენებისა და თვალთვალის გამო. ასევე მოუწოდეს ყველა პოლიტიკოსს, არასამთავრობო ორგანიზაციასა და იურისტს ერთიანი ბრძოლისკენ, რათა შეიქმნას ერთიანი სამართლებრივი ტაქტიკა.

ელენე ხოშტარია:

„მინდა, გავაკეთო განცხადება ფარული ჩანაწერების შესახებ, ამ ტოტალური ბოროტების შესახებ, რომლის მასშტაბი მართლაც სცდება ყველანაირ წარმოდგენას. პირველი, ამ ფარულ ჩანაწერებში აღმოჩენილი, ჩემთან დაკავშირებული, ფაქტები, აბსოლუტურად ყველა, დასტურდება და შეესაბამება რეალობას. ანუ ეს არის რეალურად ჩემი ფარული ჩანაწერი, რომელთაგან ყველა უკავშირდება ჩემი და ჩემი გუნდის საპროტესტო საქმიანობას 2019 წლიდან. ეს მოულოდნელი არ არის, თუმცა, ამ თავხედობის ამ მასშტაბით ჩვენება და “ქართული ოცნების” რეაქცია, რომ დიპლომატების, ბაგა-ბაღის მასწავლებლების და დირექტორების ჩაწერა არის ნორმალური, საჭიროებს ჩვენი საზოგადოების მხრიდან რეაგირებას.

არ ვაპირებ ჩემი პოლიტიკური ცხოვრების არცერთ ეტაპზე კომენტარები ვაკეთო, ჩემი თუ სხვისი პირადი ცხოვრების შემცველი მასალების შინაარსზე. როგორი მომგებიანიც არ უნდა ჩანდეს წულუკიანის ან “ოცნების” პოლიტიკოსების პირად საუბრებზე ლაპარაკი, რომელიმე მომენტში.

ვაპირებ, ამ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას და მოვუწოდებ ყველა ჩვენს მეგობარს, საქართველოს მოქალაქეებს, ასეთი ძალიან ბევრია, რომ ყველამ ერთად დავიწყოთ სამართლებრივი პროცესი, რომელიც, საბოლოო ჯამში, მივა სტრასბურგამდე. შევქმნათ მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომ საქართველოში საქართველოს მოქალაქეები, არცერთ ეტაპზე არ ეგუებიან და არც არასდროს შეეგუებიან ჩაწერებს.

მე არ მაქვს ილუზია, რომ აქ, საქართველოში, ამ სამართლებრივ ბრძოლას ექნება აზრი, მაგრამ ეს იქნება პროტესტის ძალიან დიდი აქტი. მე მოვისმინე განცხადებები იურისტების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, რომ მიდის ფიქრი გასაჩივრებაზე. ჩვენ მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის. გავაკეთოთ პროტესტის კოორდინირებული აქტი, რომელიც წერტილს დაუსვამს საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან მსგავს ბოროტებას.“

გიგა ლემონჯავა:

„პირადი ცხოვრების დაცულობა არის ღირსების უფლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. არ არსებობს პირადი ცხოვრების დაცულობა, არ არსებობს ღირსების უფლება. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეწევა ადამიანების ტოტალურ კონტროლს, უსმენენ ყველას, უსმენენ ჟურნალისტებს, უსმენენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატებს, უსმენენ პოლიტიკოსებს, მათ შორის, ელენეს.

ჩვენ ვიწყებთ სამართლებრივ წარმოებას, სამართლებრივ დავას, რომელსაც ექნება ორი ძირითადი მიზანი. პირველი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად არღვევენ კანონს, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ეს უკანონობა არ დარჩება რეაგირების გარეშე და მათ აუცილებლად მოუწევთ სამართლებრივად პასუხის გაცემა ამ უმძიმეს დანაშაულებზე.

მეორე, გარდა პოლიტიკურისა, მნიშვნელოვანია, საქართველოში დამკვიდრდეს ერთიანი, უნიფიცირებული, სამართლებრივი სტანდარტი მოსმენებთან და თვალთვალთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ეფექტიანი, სამართლიანი, სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს. ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და ყველა ადამიანს უკანონო მოსმენისგან და თვალთვალისაგან. ამიტომ, ვთავაზობთ პოროცესში ჩართულ ყველა აქტორს, იურისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, გავერთიანდეთ, შევქმნათ ერთიანი სამართლებრივი ტაქტიკა ამ ბოროტებასთან ბრძოლისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით.“

Related Posts

ფოთლების დაწვა სახიფათო და დასჯადია
ბლოგი

ფოთლების დაწვა სახიფათო და დასჯადია

18 октября, 2025
კენჭისყრის პროცესი დასრულდა
ბლოგი

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

4 октября, 2025
ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
ბლოგი

ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

4 октября, 2025
ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

4 октября, 2025
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ
ბლოგი

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ

4 октября, 2025
საინფორმაციო ბრიფინგი
ბლოგი

საინფორმაციო ბრიფინგი

4 октября, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ