თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ზრუნვის სააგენტოსა და UNDP-ს შორის თანამშრომლობა ფართოვდება

ზრუნვის სააგენტოსა და UNDP-ს შორის თანამშრომლობა ფართოვდება
Share on FacebookShare on Twitter

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიცაა სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მხარდაჭერა. აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობა გულისხმობს ზრუნვის სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადებას, მოწყვლად ჯგუფებისთვის სერვისების უზრუნველსაყოფად ციფრულ სისტემაზე გადასვლის ეფექტურობის გაზრდას, სააგენტოს ინფრასტრუქტურის მეტად ადაპტირებას მიზნობრივი ჯგუფებისთვის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

მემორანდუმს ხელი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკ ბერესფორდმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი შეხვედრები და სამომავლო აქტივობები. ამასთან, UNDP ორგანიზებას გაუწევს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლების, მათ შორის სოციალური მუშაკების და სახელმწიფო თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების თანამშრომლების შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ აქტივობებს; უზრუნველყოფს მასალებსა და სამუშაოებს, თბილისში  სააგენტოს ცენტრალური ოფისის მოდერნიზების მიზნით.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამუშაოები გააუმჯობესებს სივრცის ბენეფიციარზე მორგებულ და ინკლუზიურ დიზაინს, აამაღლებს მოქალაქეთა მისაღები სივრცის ეფექტიანობას და უზრუნველყოფს რეგულაციების დაცვას.

პროგრამა ამასთანავე, განსაზღვრავს სააგენტოს მომსახურებების ციფრულ საჭიროებებს და ხელს შეუწყობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ციფრულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

UNDP ასევე მხარს დაუჭერს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მოწყვლად თემებთან, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, ლგბტქ+ პირებთან ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობაში.

„მემორანდუმმა კიდევ უფრო გააღრმავა ჩვენი თანამშრომლობა და უფრო მრავალფეროვანი სფეროები მოიცვა. ჩვენ ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ როგორც სოციალური მუშაობის გაძლიერების თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სერვისების დიგიტალიზაციის და მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით“, — განაცხადა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ. 

„სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საქმიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია, გავაგრძელოთ მოწყვლად ჯგუფებზე   ზრუნვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის,  მათი ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვისთვის. UNDP აფასებს იმ მნიშვნელოვან სამუშაოს და საქმიანობას რასაც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან ერთად განახორციელებს“, — განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკ ბერესფორდმა.

Related Posts

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”
ბლოგი

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”

3 августа, 2026
შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით
ბლოგი

შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით

2 августа, 2026
ბლოგი

26 июля, 2026
ბლოგი

ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

24 июля, 2026
„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!
ბლოგი

„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!

19 июля, 2026
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა
ბლოგი

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა

12 июля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ