თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის განცხადება (R)

Share on FacebookShare on Twitter

როგორც საზოგადოებამ იცის, რამდენიმე დღის წინ საარჩევნო ადმინისტრაციამ შეაჯამა 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები.

ამ შედეგების მიხედვით 64-დან 44 მუნიციპალიტეტში მერად არჩეულია ქართული ოცნების კანდიდატი, მეორე ტურებში გავიდა ყველა ჩვენი კანდიდატი, ქვეყნის მასშტაბით მოვიპოვეთ საკრებულოს მანდატების 65% და გავიმარჯვეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ხალხის ნდობის ე.წ. რეფერენდუმში.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების დღე, ხმის მიცემის და დათვლის პროცესი შეაფასეს როგორც კარგად ორგანიზებული და ამაში ცესკოს როლი განსაკუთრებით აღნიშნეს.

დღეს გვინდა, წინა არჩევნებთან შედარების ჭრილში, წარმოგიდგინოთ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი.

ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ყალბი იყო ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აგორებული ე.წ. „გაყალბებული არჩევნების“ კამპანია. პარლამენტის ექვსთვიანი საბოტაჟის პირობებში, რომელიც ფასილიტაციის და მედიაციის ფონზე მიდიოდა, ისინი რიცხვების მანიპულირებით და დასკვნების ფაბრიკაციით პირდაპირ ატყუებდნენ, როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს.

ჩვენ ვნახეთ, რომ წელსაც იყო იგივე მცდელობა. წელსაც ვიხილეთ ოპოზიცია, რომელიც აფრიალებდა ე.წ. გაყალბებულ ბიულეტენებს და ოქმებს, ქვეყნის მტრად და თავდასხმის ობიექტად აცხადებდა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მაგრამ წელს საარჩევნო სტატისტიკით მანიპულაციის მათი მცდელობა თავიდანვე ჩაიშალა. გადამწყვეტი როლი ამაში საარჩევნო რეფორმისას ჩვენი ინიციატივით ჩადებული უბნების 10% გადათვლის მექანიზმმა შეასრულა, რაც სტატისტიკურად იმდენად დიდი და რეპრეზენტატული ოდენობაა, რომ ყოველგვარ სპეკულაციას წერტილი დაუსვა. ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია ცესკოს აქტიური საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში ოპოზიციის ნებისმიერ დეზინფორმაციაზე მყისიერი რეაგირება.

2 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩვენ ვაცხადებდით, რომ ოპოზიცია არა 2 ოქტომბრისთვის და არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის და არეულობისთვის ემზადებოდა. ეს ჩვენი ვარაუდი გამართლდა. ჩვენ ვნახეთ, თუ რა იყო ოპოზიციის რეალური გეგმა და ამ გეგმას ერქვა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და მისი თაოსნობით ქვეყანაში დაპირისპირების და არეულობის მოწყობა. თუმცა, შესაბამისი სამსახურების მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ ეს გეგმა ჩაშალა.

დღესაც, თუკი მათ კამპანიას მოვაცილებთ სრულად პოპულისტურ სატყუარებს, რომლებსაც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ყალბი გაერთიანების დაანონსებით და ყალბი დაპირებების სახით გასცემენ, დავინახავთ, რომ მათი მთავარი გეგმა კვლავ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. დღესაც, მათი გეგმა არის არა 30 ოქტომბრის მეორე ტურებისთვის მზადება, არამედ, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით სპეკულირება. ამიტომ მოსალოდნელია რომ არჩევნებამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში და არჩევნების დღეს მაქსიმალურად ეცდებიან ამ თემით საზოგადოების დაზაფვრას და სხვადასხვა სახის პროვოკაციების მოწყობას.

თუმცა, ისევე როგორც 2 ოქტომბერს, ამ ჯერზეც ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, მათ ამ გეგმების განხორციელების შესაძლებლობას არ მივცემთ.

ქართველ ხალს არ უნდა ქაოსი, რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი და წარსულში დაბრუნება, არამედ მშვიდობიანი, პროგრესზე ორიენტირებული და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული განვითარება. ამიტომ მოვუწოდებ ყველას ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული ღირებულებები, ღირსება, თავისუფლება, მშვიდობა და განვითარება შევიკრიბოთ ხვალ 27 ოქტომბერს 17:00 სთ-ზე თავისუფლების მოედანზე და გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე.

Related Posts

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”
ბლოგი

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”

3 августа, 2026
შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით
ბლოგი

შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით

2 августа, 2026
ბლოგი

26 июля, 2026
ბლოგი

ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

24 июля, 2026
„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!
ბლოგი

„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!

19 июля, 2026
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა
ბლოგი

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა

12 июля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ