თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები
Share on FacebookShare on Twitter

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე მედიას და საზოგადოებას არჩევნების წინასწარი შედეგები წარუდგინა. გიორგი კალანდარიშვილმა მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს მათი აქტიურობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის არჩევნების მეორე ტურზე. „პანდემიის პირობებში, კენჭისყრაში 1 025 406-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.  მადლობას ვუხდი თითოეულ საარჩევნო ადმინისტრატორს, რომელთაც არ დაიშურეს ძალისხმევა და 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ და აგრძელებენ საქმიანობას იმისათვის, რომ მთლიანად საარჩევნო პროცესები წარიმართოს თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. 

საარჩევნო პროცესი იყო საკმაოდ კონკურენტული. იყო ხარვეზებიც, თუმცა საერთო ჯამში არა მარტო ჩვენი შეფასებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს დახვდა კოვიდ უსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო. მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, მცირედი ხნით შეფერხდა კენჭისყრის პროცესი რამდენიმე უბანზე კონკრეტული ინციდენტების გამო, რასაც მთლიან კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ ჰქონია.

არჩევნების მეორე ტური შედგა და მინდა მადლობა გადავუხადო ასევე საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს: სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც აქტიურად აკვირდებოდნენ არჩევნებს“ — განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.   

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერის არჩევნების ნაწილში.  

როგორც ბრიფინგის ბოლოს კალანდარიშვილმა განაცხადა, მეორე ტურის წინასწარი შედეგები მაჟორიტარულ ნაწილში 261-ვე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმების მონაცემების მიხედვით დათვლილია და სრულად ინფორმაცია ხელმისაწვდომია results.cec.gov.ge-ზე.   

საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურის შედეგებს ოფიციალურად აჯამებს არაუგვიანეს 13 ნოემბრისა, კანონმდებლობით გაწერილი ყველა პროცედურის შესრულებისთანავე. 

რაც შეეხება საჩივრებს, საოლქო საარჩევნო კომისიებში გუშინ სულ 272 საჩივარი შევიდა, აქედან 121 იყო დამკვირვებლების მიერ წარდგენილი, ხოლო 151 — საარჩევნო სუბიექტების მიერ. მათი უმეტესობა შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს. დეტალურ სტატისტიკას საჩივრებთან მიმართებაში საარჩევნო ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას. შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო კოდექსის შესაბამისად საჩივარს 4 დღის ვადაში განიხილავს და შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას. ხოლო ამ გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა შესაბამის სასამართლოში არის ორი კალენდარული დღე. თავის მხრივ სასამართლოები ასევე 2 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავენ სარჩელს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებს გადათვლის პროცედურებს; თითოეულ საარჩევნო ოლქში, სადაც ჩატარდა არჩევნების მეორე ტური, წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება 5-5 საარჩევნო უბანი და საერთო ჯამში 150-მდე უბნის მონაცემები გადაითვლება. რაც არჩევნების გამჭვირვალობის ხარისხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტორია.

Related Posts

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს
ბლოგი

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს

1 июня, 2026
გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘
ბლოგი

გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘

31 мая, 2026
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ბლოგი

26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება

28 мая, 2026
სამედიცინო გზამკვლევი
ბლოგი

სამედიცინო გზამკვლევი

28 мая, 2026
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

23 мая, 2026
საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.
ბლოგი

საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.

21 мая, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ