tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: „ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას მკაფიო პასუხი აქვს გაცემული“

მიხეილ სარჯველაძე: „ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას მკაფიო პასუხი აქვს გაცემული“
Share on FacebookShare on Twitter

არასრულწლოვანი შვილის იძულებითი ნიშნობა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-400 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასწრულწლოვანის მიმართ  არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-4 წლამდე.   საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება საქართველოს მოქალაქეებს: კახაბერ ძაგანიას, გიულჩინ ახმედოვას, ელენე ჭიპაშვილის და მამუკა გულდედავას ეკუთვნით.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, საკანონმდებლო წინადადება უკავშირდება არასრულწლოვანთა საზიანოდ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მათ ადრეულ ასაკში დაქორწინებასთან დაკავშირებით ვალდებულების წარმოშობას გულისხმობს.

„ამაზე მკაფიო პასუხი აქვს გაცემული ჩვენი ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას. ეს არის ცალსახა პასუხი, რომ დაუშვებელია არასრულწლოვანთან მიმართებაში ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც საზიანოა არა მხოლოდ ფიზიოლოგიური თვალსაზრისით არამედ, იმავდროულად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც  შესაძლოა სერიოზულ პრობლემებს ბადებდეს. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც ხდება ნიშნობის, როგორც ქორწინებისკენ მიმართული ნაბიჯის კრიმინალიზება“, — განაცხადა საკითხზე მომხსენებელმა, მიხეილ სარჯველაძემ. მისი განმარტებით, ამ მიმართულებით არსებობს სასამართლო პრაქტიკაც და ასე განიმარტება კანონიც, რომელიც ნიშნობისთვის კონკრეტულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაც მხედველობაშია მისაღები თუმცა, ამის მიუხედავად არსებობს გარკვეული კითხვები, რომელიც საჭიროებს დისკუსიას.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

„ამ წინადადების განხილვისას, ჩვენთვის მთავარი ამოცანა იქნება იმის დანახვა თუ არის რაიმე ისეთი ქმედება, რაც შეიძლება რჩებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების მიღმა, თავისი შინაარსით, ანალოგიურად იმსახურებს რეგულირებას თუ  მხოლოდ სიცხადის შეტანაა  ჩვენი მიზანი — ეს  უნდა გაიმიჯნოს. ვფიქრობ, სიცხადის თვალსაზრისით პრობლემები ნაკლებად არსებობს. მე მინდა დავინახო კონკრეტული ქმედება, რომელიც რჩება სისხლის სამართლის კოდექსის მიღმა. ადამიანების იმ გუნდს, რომელთაც წარმოადგინეს  საკანონმდებლო წინადადება საკმაოდ ბევრი აქვთ ნამუშევარი და ნაფიქრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. იდეა მუშაობას იმსაურებს. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს წინადადება, იდეა რა ფორმითაც არის მოწოდებული ან საკმარისია, ან სწორად დასმულია. ამ საკითზე კომიტეტის წევრებს არა ერთხელ გვიმსჯელია, კარგი იქნება თუ გავაგრძელებთ მსჯელობას სამუშაო ფორმატში და შემდეგ გავერკვეთ არის თუ არა საჭირო კანონის ახლებური რეგულირება“, — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Related Posts

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა
ბიზნესი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა

25 июня, 2025
ბურგუნდიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა
მსოფლიო

ბურგუნდიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

25 июня, 2025
სახალხო დამცველმა საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი მოინახულა
ეკონომიკა

სახალხო დამცველმა საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი მოინახულა

25 июня, 2025
„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“,- იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში
მსოფლიო

„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“,- იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში

17 июня, 2025
ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკა

ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა

16 июня, 2025
ComCom-მა საერთო რადიომაუწყებლების ლიცენზიების მოსაპოვებლად 6 გეოგრაფიულ ზონაში კონკურსი გამოაცხადა
ბლოგი

ComCom-მა საერთო რადიომაუწყებლების ლიცენზიების მოსაპოვებლად 6 გეოგრაფიულ ზონაში კონკურსი გამოაცხადა

17 июня, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ