თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home განათლება

პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერით ახალციხესა და ვალეში საახალწლო წიგნიერების აქცია გაიმართა

პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერით ახალციხესა და ვალეში  საახალწლო წიგნიერების აქცია  გაიმართა
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“ -ს ინიციატივით, უკვე მეორე წელია, რაც ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის  მხარდაჭერით, სხვადასხვა სადღესასწაულო დღეებში  ახალციხის მუნიციპალიტეტში წიგნიერების საქველმოქმედო აქცია „წიგნი ყველა ბავშვს“ იმართება.

ზაფხულში, ბავშვთა საერთაშორისო დღესასწაულთან დაკავშირებით, წიგნიერების აქციის ფარგლებში, ბატონი ანტონის მხარდაჭერით უკვე გადავეცით წიგნები სოფელ ზემო სხვილისის ბიბლიოთეკას, სოფელ ღრელის საბაზო სკოლას, სოფელ საყუნეთის ბიბლიოთეკას  და შშმ პირთა დღის ცენტრს — კავშირი ,,თანადგომა შვილებს».

ამჯერად წინასაახალწლო აქციის ფარგლებში, მაჟორიტარი დეპუტატის ახალციხის ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, ახალციხის მე-7 საჯარო სკოლას (დირექტორი — ლალი კარკაძე) და ვალეს #1 საჯარო სკოლას (დირექტორის მ/შ: ირა გიორგაძე) ვსტუმრობდით.

ამ სკოლების ბიბლიოთეკებს მაჟორიტარი დეპუტატის საახალწლო საჩუქარი — მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო კლასიკური ლიტერატურა გადავეცით და მოსწავლეები გემრიელი ტკბილეულითა თუ სხვადასხვა ნუგბარითაც გავახარეთ.

ორივე სკოლაში, ხელმძღვანელებმა, მოსწავლეებმა თუ მასწავლებლებმა დიდი მადლიერება გამოხატეს არამარტო ამ საახალწლო საჩუქრისთვის, არამედ, საერთოდ, ბატონ ანტონ ობოლაშვილის მიერ გაწეული ყველა იმ საქმიანობისთვის, რასაც მათი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში რეგიონის საკეთილდღეოდ აკეთებს.

განსაკუთრებით ემოციური იყო ჩვენი სტუმრობა ახალციხის მე-7 საჯარო სკოლაში, რომელიც რეგიონში ერთადერთი სკოლა-პანსიონია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის.

ბავშვებს  კარნავალი ჰქონდათ და საახალწლო კოსტიუმებში გამოწყობილები თავიანთ „სანტა კლაუსთან“ ერთად ცეკვავდნენ, თუმცა ჩვენი საჩუქრების დანახვა განსაკუთრებულად გაუხარდათ და სიყვარულით შემოგვეხვივნენ, დიდი სითბო და მადლობები გამოგვატანეს აქციის ორგანიზატორებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან, რომელიც მათთვის მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო „თოვლის პაპა“ აღმოჩნდა.

ნატო გუბელაძე

მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი

Related Posts

„ოენო“-ს ახალი კონკურსი: „იშვიათი ჯიში, იშვიათი ღვინო“ (Rare Vine & Wine) — მივიწყებული გემოების აღორძინება და საერთაშორისო შანსი
ბლოგი

„ოენო“-ს ახალი კონკურსი: „იშვიათი ჯიში, იშვიათი ღვინო“ (Rare Vine & Wine) — მივიწყებული გემოების აღორძინება და საერთაშორისო შანსი

21 ноября, 2026
საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა
ბიზნესი

საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა

18 ноября, 2026
საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა
გაზეთი

საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა

16 ноября, 2026
გივი  მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა
განათლება

გივი  მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა

16 ноября, 2026
ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”
ბლოგი

ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”

10 ноября, 2026
ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე — პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნითი ეტაპი
ბიზნესი

ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე — პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნითი ეტაპი

6 ноября, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ