თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home განათლება

საერთაშორისო პროგრამის „ეკოსკოლების“ დანერგვის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა

საერთაშორისო პროგრამის „ეკოსკოლების“ დანერგვის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა
Share on FacebookShare on Twitter

მოსწავლეებში გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ა(ა)იპ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ლოლაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობას გულისხმობს. მათ შორის, დოკუმენტი ითვალისწინებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის „ეკოსკოლების“ საქართველოს  საჯარო სკოლებში დანერგვასა და ზოგადი განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობას.

ხელმოწერის ღონისძიებაზე თამარ მახარაშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ – წარმომადგენლობას სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის კუთხით მოზარდებში სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი საერთო მიზნისკენ – აღვზარდოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე თაობა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამას „ეკოსკოლები“ ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამა ეფუძნება შვიდსაფეხურიან მეთოდოლოგიას, რომლის ფარგლებში თითოეული სკოლა ირჩევს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ თემას და შესაბამის აქტივობებს ახორციელებს. როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არჩეული თემის მიმართულებით შვიდივე საფეხურს დაასრულებს, მას „მწვანე დროშის“ მისაღებად განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა. საბოლოოდ, სკოლას სპეციალურად დაკომპლექტებული ჯგუფი აფასებს და შესაბამის ჯილდოს გადასცემს. მნიშვნელოვანია, რომ „მწვანე დროშის“ მოპოვება დაჯილდოებული სკოლების მსოფლიო რუკაზე განთავსებას გულისხმობს, რაც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ახალი შესაძლებლობების კარს უხსნის.

 „ეკოსკოლა“ საერთაშორისო პროგრამაა, რომელიც, სკოლებში მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი აქტივობების განხორციელებით, მოსწავლეებსა და მასწავლებლებში გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების კუთხით ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. პროგრამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარემოსდაცვითი განათლების ფონდის წევრ 70-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

Related Posts

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს
ბლოგი

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს

1 июня, 2026
გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘
ბლოგი

გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘

31 мая, 2026
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ბლოგი

26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება

28 мая, 2026
სამედიცინო გზამკვლევი
ბლოგი

სამედიცინო გზამკვლევი

28 мая, 2026
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

23 мая, 2026
საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.
ბლოგი

საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.

21 мая, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ