tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელონ ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით. 

თენგიზ ცერცვაძე:  მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელონ ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით. 
Share on FacebookShare on Twitter

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ მსოფლიოსა და საქართველოში COVID-19 სიტუაციის ბოლო ერთი კვირის მონაცემების თაობაზე სოციალურ ქსელ facebook-ში საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც  გთავაზობთ უცვლელად.

„ბოლო ერთი კვირის მანძილზე მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც წინა კვირეებში, კერძოდ: დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 1 მილიონამდე COVID ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სრული ვაქცინაციის და ომიკრონის შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის. 

საქართველოში COVID-19-ის ეპიდსიტუაცია რჩება სტაბილური, ახალი შემთხვევების მცირე მატების ტენდენციით, კერძოდ ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამოვლინდა 13 737 ახალი შემთხვევა მაშინ, როდესაც წინა კვირას იყო 12 535 ახალი შემთხვევა. სადღეისოდ ქვეყანაში არის COVID-ის 13 299 აქტიური შემთხვევა. მათგან კლინიკებში მკურნალობს 930 პაციენტი (7%), ხოლო დანარჩენი 12 369 პაციენტი მკურნალობს ბინაზე. ბოლო 1 კვირის მანძილზე სულ ჩატარებულია 76 704 ტესტი, დადებითობის მაჩვენებელია 17,91%, ხოლო ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი (RT): 1.08, რაც ინფექციის ზომიერ გავრცელებაზე მიუთითებს. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — COVID ახალი შემთხვევების მატების და ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე. კერძოდ ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების მხოლოდ 3 (სამი) შემთხვევა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია საქართველოსთვის და არამარტო საქართველოსთვის — ძალიან ბევრი ქვეყნისთვის, COVID პანდემიის ბოლო 2 წლის მანძილზე (წინა კვირეებში იყო გარდაცვალების 6-8 შემთხვევა, რაც ასევე ძალიან დაბალია). ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო კვირაში ყოველი 4000-მდე COVID-19-ით ავადმყოფისგან საშუალოდ მხოლოდ ერთი ავადმყოფის (0.025%) გადარჩენა ვერ ხერხდება, რაც თითქმის არ აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს. რა თქმა უნდა, გარდაცვალების ასეთი ძალიან დაბალი მაჩვენებლის მუდმივად შენარჩუნება ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად შევინარჩუნოთ რაც შეიძლება დაბალ ნიშნულზე, რათა თავიდან ავიცილოთ COVID-19-ის ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე.  

სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სისტემის მიერ, უკლებლივ ყველა პაციენტს მიეწოდება დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჩვენებების შემთხვევაში ხდება მათი პროაქტიური მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მედიკამენტებით და მეთოდებით. ჩვენ, ცალკეული პირების მხრიდან სერიოზული მცდელობის მიუხედავად, კატეგორიული უარი ვთქვით იმ მედიკამენტების (ივერმექტინი, ფლუვოქსამინი, ფავიპირავირი, აზითრომიცინი, ავიპტადილი და სხვ.) გამოყენებაზე, რომელთა ეფექტიანობა არ არის დადასტურებული სერიოზული კლინიკური კვლევებით და არა აქვთ ავტორიტეტული მარეგულირებლების (FDA, EMA და სხვ.) რეკომენდაცია. განსაკუთრებით გაუმართლებელი და არაკორექტული მცდელობა იყო რიგი კლინიკის ხელმძღვანელებისა და ექსპერტების მხრიდან ავიპტადილზე. სამაგიეროდ საჭირო დროს და საჭირო ჩვენებებით ფართოდ ვიყენებდით და ვიყენებთ პაქსლოვიდს, რემდესივირს, მონოკლონურ ანტისხეულებს, ბარიციტინიბს, ტოცილიზუმაბს და სხვა სიცოცხლის გადამრჩენ მედიკამენტებს. სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლო ოთხი თვის მანძილზე ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში. 

ნიშანდობლივია, რომ ანგაჟირებული ტელევიზიები და ცალკეული ე.წ. ექსპერტები საქართველო COVID გარდაცვალების შემთხვევების მატების ან ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციაში 2-3 დღიანი შეფერხებების შექმნისთანავე (ასეთი შეფერხებები უცხოეთის წამყვან ქვეყნებში გაცილებით უფრო მეტი იყო) დაუფარავი კმაყოფილებით და ნიშნის მოგებით აკრიტიკებდნენ საქართველოს ჯანდაცვას და ამბობდნენ, რომ COVID პანდემია ძალიან ცუდად იმართება. იგივე ადამიანები ბოლო 5 თვის მანძილზე ხმას არ იღებენ და მაქსიმალურად აიგნორირებენ ქვეყანაში COVID-ის ძალიან წარმატებულ კლინიკურ მართვას. რას იზამ, ბოღმიან ადამიანებს რა გამოლევს, მაგრამ ეს ჩვენ ნაკლებად გვაღელვებს. ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ჩვენთვის მთავარია მოსახლეობის COVID უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ისე. მაინც მინდა მოვიყვანო COVID-ის მართვაში ყველაზე წარმატებული ზოგიერთი ქვეყნის ბოლო 4 თვეში გარდაცვალების მაჩვენებლები 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით: აშშ (147 გარდაცვალება 4 თვეში 1 მილიონ მოსახლეზე), დიდი ბრიტანეთი (190), გერმანია (135), ისრაელი (99), ფინეთი (294), ავსტრია (135), დანია (130), შვედეთი (97), ისრეალი (99), იაპონია (80), სამხრეთ კორეა (77) და სხვ. საქართველოში სულ 23 გარდაცვალება ბოლო 4 თვის მანძილზე 1 მილიონ მოსახლეზე გადანგარიშებით. 

მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება, გვიან შევიდნენ ან საერთოდ არ შესულან კომუნიკაციაში ექიმთან და შესაბამისად დაგვიანებით მიმართეს COVID კლინიკას. პრაქტიკულად არცერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში ჰქონდათ კომუნიკაცია ექიმთან და ასრულებდნენ მათ რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ პაქსლოვიდს ან რემდესივირს, ლეტალური შედეგი არ დამდგარა. შესაბამისად, უკიდურესად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პიროვნებამ, ვისაც გამოუვლინდება COVID-19-ის სიმპტომები, დაუყოვნებლივ ჩაიტაროს ტესტი COVID-ზე. 

მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელონ ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით. 

მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID- კლინიკას და COVID-19-ით ყველა პაციენტს, პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი ან რემდესივირი. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID-19-ით პაციენტის სიცოცხლეს.“

Related Posts

ქართველი მევენახეების მხარდასაჭერად ვაზის მწვანე სხვლის ტრენინგი გაიმართა
ბლოგი

ქართველი მევენახეების მხარდასაჭერად ვაზის მწვანე სხვლის ტრენინგი გაიმართა

16 мая, 2025
თბილისმა მთაწმინდაზე “ახალი ღვინის ფესტივალს” უმასპინძლა
ბიზნესი

თბილისმა მთაწმინდაზე “ახალი ღვინის ფესტივალს” უმასპინძლა

12 мая, 2025
მიხეილ სარჯველაძე — „არ ყოფილა აქამდე, რომ ასე ინტენსიურად წარმართულიყო დევნილთა განსახლების პროგრამა, რასაც ვხედავთ ბოლო წლების გამავლობაში“
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე — „არ ყოფილა აქამდე, რომ ასე ინტენსიურად წარმართულიყო დევნილთა განსახლების პროგრამა, რასაც ვხედავთ ბოლო წლების გამავლობაში“

10 мая, 2025
C ჰეპატიტის გამომწვევი პრობლემები
ბლოგი

C ჰეპატიტის გამომწვევი პრობლემები

9 мая, 2025
“ელკანა”-მ » ხორბლის ენდემური სახეობების, მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული კერძების დეგუსტაცია გამართა
განათლება

“ელკანა”-მ » ხორბლის ენდემური სახეობების, მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული კერძების დეგუსტაცია გამართა

6 мая, 2025
თბილისმა ღვინის ფესტივალს „Wine Ambassadors 2025“ უმასპინძლა
განათლება

თბილისმა ღვინის ფესტივალს „Wine Ambassadors 2025“ უმასპინძლა

4 мая, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ