თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ეკონომიკა

ბათუმში „ამბასადორი ბათუმი აილენდის” მშენებლობის კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა

ბათუმში „ამბასადორი ბათუმი აილენდის” მშენებლობის კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა
Share on FacebookShare on Twitter

ბათუმში „ამბასადორი ბათუმი აილენდის” მშენებლობის კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც დაესწრო.

“ჩვენ დღეს ვიწყებთ, მე ვიტყოდი, უნიკალურ, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროექტში მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება და 2000 ადგილობრივი დასაქმდება.

„ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს. ასევე აშენდება ერთი კუნძული, რომელიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო კომერციულ საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს და, მე დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმის ისედაც ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას და აჭარის ეკონომიკურ წინსვლას. მე მინდა მივესალმო პროექტის ინიციატორს და ჩვენს ინვესტორს, „ამბასადორი ჯგუფის” ხელმძღვანელს ბატონ ქებურიას და მის ოჯახს. მინდა მადლობა გადავუხადო „ამბასადორი ჯგუფს”, ვინაიდან ამ კომპანიას მრავალი ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს უკვე განხორციელებული და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მართლაც უნიკალური პროექტები აქვთ შექმნილი, მათ შორის, თბილისში, კახეთში, აჭარაში, – და ახლა უკვე ასეთია ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის უნიკალური პროექტი. ასე რომ, მადლობა ინვესტორს. ამ პროექტში მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება, საწყის ეტაპზე ასეა დაანონსებული, და დასაქმდება 2000 ადგილობრივი ჩვენი მოქალაქე“ — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზენტაციაზე და პროექტის ავტორებს, ინიციატორებს და „ამბასადორი ჯგუფს“ მადლობა და მხარდაჭერა გადაუხადა.

პრემიერის თქმითქვე, „ჩვენ დღეს ქვეყანაში გვჭირდება ასეთი პროექტების განხორციელება, დიდი მასშტაბური პროექტების განხორციელება. ის ფაქტი, რომ ჯგუფმა გადაწყვიტა ასეთი მასშტაბური პროექტის დაწყება და განხორციელება, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დღეს საქართველოში არის უნიკალური პირობები შექმნილი.“

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და “ამბასადორი ბათუმი აილენდის” თანადამფუძნებელმა ფრიდონ ქათამაძემ.

უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი – “ამბასადორი ბათუმი აილენდი” ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.

პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა აშენდება. პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციით ხორციელდება. „ამბასადორი ჯგუფი” პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. მშენებლობაზე 2000 ადამიანი დასაქმდება.

ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ,,ამბასადორი ჯგუფის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Related Posts

სახალხო დამცველის განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობასთან დაკავშირებით
ბლოგი

სახალხო დამცველის განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობასთან დაკავშირებით

17 апреля, 2026
„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“
ბლოგი

„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“

16 апреля, 2026
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
ბლოგი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა

15 апреля, 2026
მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა
ბლოგი

მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა

8 апреля, 2026
ბლოგი

2 апреля, 2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს
ბლოგი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს

2 апреля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ