თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home განათლება

ახალდაბის გენდერმედიაცენტრის მოსწავლეები ქალ პოლიტიკოსს, ანა ნაცვლიშვილს, პარლამენტში ესტუმრნენ

ახალდაბის გენდერმედიაცენტრის მოსწავლეები ქალ პოლიტიკოსს, ანა ნაცვლიშვილს, პარლამენტში ესტუმრნენ
Share on FacebookShare on Twitter

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის „სამოქალაქო აქტივიზმის გენდერმედიაცენტრის“ ახალგაზრდები,ახალდაბის საჯარო სკოლის უფროსკლასელები  „ფონდი ტასო“-ს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საქართველოს დედაქალაქს სტუმრობდნენ.

მათ ჯერ საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ოქროს ფონდი და ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერეს, ხოლო შემდეგ პარლამენტს ეწვივნენ და შეხვედრა გამართეს ახალგაზრდა ქალ პოლიტიკოსთან, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთან, ანა ნაცვლიშვილთან.

სიმბოლური იყო, რომ შეხვედრა მარო მაყაშვილის თეთრ დარბაზში შედგა.

მოსწავლეები დაინტერესდნენ და ანა ესაუბრა მათ, თუ რა გზა განვლო პარლამენტამდე და რამდენად რთულია ქალისთვის, რომ ერთდროულად იყოს დედაც, მეუღლეც და პოლიტიკოსიც. ქვეყანაში ქალებისთვის  უნდა არსებობდეს შესაბამისი გარემოპირობები, რომ ისინი მამაკაცების თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ.

ანა ნაცვლიშვილმა ყურადღება გაამახვილა ასევე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს,  ზოგადად, პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო მუშაობას, ისე — ხელისუფლების  მაკონტროლებელი ფუნქციის რეალურად აღსრულებას.

„თქვენს ასაკში რომ ვიყავი, საქართველოში ჯერ კიდევ შუქისა და გაზის პრობლემა იყო, თუმცა, ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა პროექტში, მაქსიმალურად ვცდილობდი, იმაზე მეტი გამეგო და მესწავლა, რასაც სკოლა მაძლევდა. დამატებით, არაფორმალური განათლების მიღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველას გირჩევთ, რომ ასეთი შანსი აუცილებლად გამოიყენეთ, ხოლმე!“- მიმართა ანა ნაცვლიშვილმა ახალგაზრდებს და წარმატებები უსურვა მათ.

შეხვედრის ბოლოს „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორმა, პროექტის ავტორმა ნატო გუბელაძემ და პარლამენტარმა ანა ნაცვლიშვილმა ახალდაბის გენდერმედიაცენტრის წევრებს საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადასცეს იმის დასტურად, რომ მათ წარმატებით გაიარეს ,,ფონდი ტასო -ს “ მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ახალდაბის სამოქალაქო აქტივიზმის გენდერმედიაცენტრი-ს” სემინარები — გენდერი, ლიდერობა და სამოქალაქო აქტივიზმი.

სერთიფიკატები გადაეცათ გენდერმედიაცენტრის ყველაზე აქტიურ მონაწილეებს: მარიამ ლომიძეს, ქეთი ქიმერიძეს, ნანი გოგოლაძეს, მიხეილ ჩადუნელს, ბარბარე თოდაძეს, მარიამ ოგანესიანს, ნიკა კაპანაძეს, სალომე ლომიძეს, ელენე ჩადუნელს, ნუცა ჩადუნელს, ქეთი ოყროშიძეს, თამარ ბუხნიკაშვილს, ლინდი ტატიაშვილს, ანანო ბიჭიკაშვილს, მარიამ ჭანკოტაძეს.

ამავე დროს გენდერმედიაცენტრის ხელმძღვანელობამ მადლობის სერთიფიკატები გადასცა ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორს, მარინა ლომიძეს, ამავე სკოლის მასწვლებელს, თამარ დემეტრაშვილს და გაზეთ „ბორჯომი“-ს ჟურნალისტს, იზოლდა იანვარაშვილს, აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.

ახალგაზრდებმა სასიამოვნო ემოციებით დატოვეს პარლამენტი და თავიანთი შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარეს.

ნანი გოგოლაძე: “ამაღელვებელი განწყობით დასრულდა ჩვენი სტუმრობა საქართველოს პარლამენტში, ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო ქალბატონ ანასთან შეხვედრა. დავრწმუნდი, რომ ქალს შეუძლია გააკეთოს ის, რაც მთელი გულით სურს და მას აქვს ძალა, შექმნას რაღაც სხვა, განსაკუთრებული.“

ელენე ჩადუნელი : „25 ოქტომბერი არასდროს დამავიწყდება. ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება. ჩვენ დავათვალიერეთ საქარველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს პარლამენტი, ასევე — შევხვდით ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს, რომელიც ბევრ საინტერესო საკითხზე გვესაუბრა.მე ძალიან გახარებული ვარ ამით.“

ნუცა ჩადუნელი: „ქალბატონ ანა ნაცვლიშვილთან გვქონდა ძალიან სასიამოვნო და საქმიანი შეხვედრა. მადლობა, რომ მან კიდევ უფრო საინტერესო გახადა ეს დღე, საკუთარი გამოცდილების გაზიარებით. გვიამბო, თუ როგორი რთული იყო მისთვის, გამხდარიყო ქალი პარლამენტარი.“

###

პირადად ჩემთვისაც ძალიან ამაღელვებელი და საინტერესო იყო პარლამენტარ ქალთან შეხვედრა და ისეთ თემებზე ხმამაღლა საუბარი, რომელიც ჩვენს გარემოცვაში ყოველთვის საკამათოა — ქალისა და მამაკაცის თანასწორობა. ამ შეხვედრამ მომცა მოტივაცია, სწორად განვსაზღვრო სამომავლო პროფესია და გავუმკლავდე იმ სირთულეებს, რომელიც ჩემს მიზნამდე მიმიყვანს.

ვფიქრობ, რომ სკოლის გარეთ ასეთი არაფორმალური შეხვედრები ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენს ასაკში, რადგან  ძალიან პროდიქტიული და შემეცნებითი ხასიათისაა.

ქეთი ქიმერიძე

ახალდაბის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე,

 „სამოქალაქო აქტივიზმის გენდერმედიაცენტრი“-ს წევრი

Related Posts

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”
ბლოგი

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”

3 августа, 2026
შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით
ბლოგი

შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით

2 августа, 2026
ბლოგი

26 июля, 2026
ბლოგი

ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

24 июля, 2026
„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!
ბლოგი

„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!

19 июля, 2026
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა
ბლოგი

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა

12 июля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ