თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბიზნესი

იტალიაში ქართული ქვევრის მონუმენტი დაიდგა

იტალიაში ქართული ქვევრის მონუმენტი დაიდგა
Share on FacebookShare on Twitter

ქართული ქვევრი, როგორც ღვინის ძეგლი, იტალიის ერთ—ერთი უძველესი ქალაქის, მერანოს ცენტრში დაიდგა.

 მონუმენტის გახსნა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღვინის ფესტივალის — მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში მოხდა. ღონისძიებას მერანოს მერი დარიო დალ მედიკო, ფესტივალის დამაარსებელი ჰელმუდ კიოხერი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე და ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი დაესწრნენ.

„ქალაქ მერანოში დაიდგა ქვევრი, როგორც მონუმენტი, რომელზეც დატანილია, რომ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი შეტანილია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში და ასევე, რომ 8000 წლის განმავლობაში სწორედ საქართველოა ღვინის უძველესი მწარმოებელი ქვეყანა. ამ მნიშვნელობის ფესტივალზე მსგავსი აქცენტი ქართულ ღვინოზე ძალიან დასაფასებელია, ვინაიდან მერანოს ღვინის ფესტივალი უკვე 30 წელია ტარდება და ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულია“, — განცხადა ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თინა კეზელმა.

„ღვინის სამშობლოდ ქარული ღვინის პოზიციონირება ჩვენი ღვინის ახალი სიცოცხლის დასაწყისი გახდა. ის, რითაც ჩვენ მუდამ ვამაყობდით, ახლა გამყარებულია მეცნიერული კვლევებით, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა ღვინის სამშობლო, სადაც 8000 წლის განმავლობაში უწყვეტად ხდება ღვინის წარმოება. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღესაც ღირსეულ ადგილს ვიკავებთ მსოფლიო ბაზრებზე და მუდმივად ვითარდებით. ჩვენი აღიარება მერანოს ფესტივალზე ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. ჩვენ გვჭირდება ამ მოცემულობის მუდმივი და საინტერესო პოზიციონირება. ჩვენი ისტორიის და ჩვენი დღევანდელობის უნიკალური სინთეზი სწორად უნდა წარვადგინოთ მსოფლიო ღვინის ბაზრებზე“, — აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ.

30 წლიანი ისტორიის მერანოს ღვინის ფესტივალი მსოფლიოს მასშტაბის ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია, რომელსაც ევროპის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ღვინის მწარმოებლები, ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებიან; ათასობით სტუმარს კი, შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს მასტერკლასებსა და დეგუსტაციებში.

წლევანდელ ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართულ ღვინოს და ქართველ მწარმოებლებს. წლევანდელ გამოფენაზე ორმოცამდე კომპანიის ქართული ღვინო იყო წარდგენილი, როგორც საგამოფენო სივრცეში, ისე დეგუსტაციებზე. წამყვანმა იტალიურმა არხებმა სპეციალური რეპორტაჟები მოამზადეს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ. აღინიშნა, რომ სამხრეთ ტიროლში, იტალიელმა მწარმოებელმა ქართული საფერავის წარმოება დაიწყეს.

ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორის, თინა კეზელის განცხადებით, ქართული მხარე მერანოს ფესტივალის ორგანიზატორებთან თანამშრომლობის გაფართოებას სამეცნიერო და საგანმანთლებლო მიმართულებითაც გეგმავს, რაც ქართველ მწარმოებლებთან ერთად, ჩვენი მეცნიერებისა და მევენახეობა-მეღვინეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვისაც ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების საფუძველი უნდა გახდეს.

Related Posts

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”
ბლოგი

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”

3 августа, 2026
შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით
ბლოგი

შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით

2 августа, 2026
ბლოგი

26 июля, 2026
ბლოგი

ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

24 июля, 2026
„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!
ბლოგი

„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!

19 июля, 2026
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა
ბლოგი

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა

12 июля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ