tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home ბლოგი

სარეკლამო SMS–ების პრობლემა არ მოგვარდება – მომხმარებელთა უფლებების ცენტრი მიზეზებს განმარტავს

სარეკლამო SMS–ების პრობლემა არ მოგვარდება – მომხმარებელთა უფლებების ცენტრი მიზეზებს განმარტავს
Share on FacebookShare on Twitter

მომხმარებელთა უფლებების ცენტრის განმარტებით, ახლადამოქმედებული კანონი ხარვეზებს შეიცავს და მისი აღსრულების რეალური მექანიზმები არ არსებობს. შესაბამისად, აბეზარ სარეკლამო SMS–ებს აბონენტები კვლავაც მიიღებენ.

1. უკანონო SMS შეტყობინებების გავრცელებისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უფლება აქვს, დააჯარიმოს მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც სარეკლამო SMS–ებს უშუალოდ აგზავნიან და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოში არიან რეგისტრირებულნი. პრაქტიკაში კი, რეკლამის მსურველი ქართული კომპანიების უმრავლესობა SMS მარკეტინგისთვის ქირაობს საზღვარგარეთ რეგისტრირებულ მიმწოდებლებს, რომლებიც რობოტული ტექნოლოგიების გამოყენებით ათასობით შეტყობინებას ავტომატურად აგზავნიან. შესაბამისად, უცხოური პროვაიდერების მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაშიც კი, ინსპექტორი მათ სანქცირებას ვერ შეძლებს. რეკლამის დამკვეთები კი, სააბონენტო მონაცემებს თავად არ ამუშავებენ და ამიტომ, კანონით გათვალისწინებული ჯარიმა მათ ვერ დაეკისრებათ.

 2. ბევრ ქვეყანაში კანონის აღსრულების უზრუნველსაყოფად, SMS რეკლამის მიმწოდებლებს და ზოგადად, ალფანუმერული შეტყობინებების პროვაიდერებს სპეციალური რეგისტრაცია მოეთხოვებათ. თუ ისინი რეგისტრირებულნი არ არიან, ტელეკომუნიკაციის კომპანიებს არ აქვთ უფლება, გაატარონ მათი SMS გზავნილები. კანონის დარღვევის შემთხვევაში კი, შესაძლებელია მათი რეგისტრაციის შეჩერება ან გაუქმება, რაც კანონის აღსრულებას უზრუნველჰყოფს. საქართველოში ასეთი რეგისტრაცია ალფანუმერული SMS–ების მიმწოდებლებს არ მოეთხოვებათ და შესაბამისად, მათი გზავნილებიც შეუზღუდავად ვრცელდება.

3. საქართველოსგან განსხვავებით, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში და აშშ–ში მოქმედებს სპეციალური რეესტრი, სადაც აბონენტებს შეუძლიათ, აღრიცხონ თავიანთი ნომერი და ყველა კომპანიას ერთდროულად აუკრძალონ მასზე ყოველგვარი სარეკლამო SMS–ის გაგზავნა. თუ კომპანიები რეკლამას გაუგზავნიან ამ ბაზაში რეგისტრირებულ აბონენტს, ისინი სანქციებს ექვემდებარებიან. საქართველოში კი, მომხმარებლებს მოუწევთ თითოეული კომპანიის რეკლამაზე ცალ–ცალკე განაცხადონ უარი და ხშირ შემთხვევაში, ამას, ზემოთ აღწერილი ხარვეზების გამო, არავითარი შედეგი არ მოჰყვება.

4. ევროპის ქვეყნებში მოქმედებს ე.წ. „წყნარი საათების“ წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ საღამოს საათებიდან დილის 9 საათამდე სარეკლამო SMS-ების გაგზავნა აკრძალულია. საქართველოში ასეთი აკრძალვა არ არსებობს და ზოგჯერ, მომხმარებლები სარეკლამო გზავნილებს ღამის საათებშიც კი ღებულობენ. ამას ისიც განაპირობებს, რომ რეკლამის პროვაიდერები ხშირად საზღვარგარეთ, განსხვავებული დროის სარტყელში ოპერირებენ.

ღამის საათებში რეკლამის გაგზავნა შესაძლოა, აგრესიულ და არასამართლიან კომერციულ პრაქტიკად ჩაითვალოს, თუმცა ჩვენს ქვეყანაში მკაფიო რეგულაციები ამ მხრივაც არ არსებობს. მომხმარებელთა უფლებების ცენტრმა საქართველოს მთავრობას გაუგზავნა პეტიცია 1000 მოქალაქის ხელმოწერით, რომელიც ამ სფეროში კანონმდებლობისა და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას მოითხოვს. თუმცა, ჯერჯერობით ხელისუფლებისაგან არსებითი პასუხი არ მიგვიღია.

Related Posts

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ბლოგი

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

9 июля, 2025
რუსთავში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ბლოგი

რუსთავში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

9 июля, 2025
ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს
ბლოგი

ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს

9 июля, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა
ბიზნესი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა

25 июня, 2025
ბურგუნდიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა
მსოფლიო

ბურგუნდიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

25 июня, 2025
სახალხო დამცველმა საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი მოინახულა
ეკონომიკა

სახალხო დამცველმა საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი მოინახულა

25 июня, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ