თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, მაისის თვეში, საქართველოში ოთხი ქალის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. ძალადობის ეს შემზარავი ფაქტები არა მხოლოდ გვართმევს შვილებს, დედებს და დებს, არამედ ძირს უთხრის უსაფრთხოების, პატივისცემისა და თანასწორობის ღირებულებებს, რომელთა დაცვასაც ჩვენ ვცდილობთ.

საქართველოს სახალხო დამცველი ცალსახად გმობს ძალადობას. ფემიციდი, გენდერული ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმა და ადამიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფაა. ყოველი ინციდენტი მკაფიო შეხსენებაა იმ ყოვლისმომცველი გამოწვევების შესახებ, რომლებსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან.

იმისათვის, რომ მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა, საკანონმდებლო ბაზის გაძლიერების, მოქმედი კანონმდებლობის თანმიმდევრული აღსრულებისა და ძალადობისგან გადარჩენილთათვის დახმარების სერვისების უზრუნველყოფით.

ფემიციდის მონიტორინგის შედეგად იკვეთება, რომ ქალის როლის შესახებ საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული შეხედულებები კვლავ რჩება ფემიციდის გამომწვევ ძირეულ პრობლემად. საპასუხოდ კი, გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად აუცილებელია, სახელმწიფოს მიერ გატარებულ იქნას კომპლექსური და ყოვლისმომცველი ზომები, რომელიც მოიცავს განათლებას, ეკონომიკურ გაძლიერებას და მავნე სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლას. კაცები და ბიჭები ასევე უნდა იყვნენ ჩართულნი, როგორც მოკავშირეები ამ ძალისხმევაში, აღიარონ თავიანთი როლი პატივისცემისა და თანასწორობის კულტურის განვითარებაში.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მუდმივად ახორციელებს გენდერული ძალადობის შემთხვევების მონიტორინგს, მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის ინსტიტუტებთან და გააგრძელებს პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას და იცავს ქალთა უფლებებს.

ქვეყანაში არსებულ სხვა გამოწვევებთან ერთად, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ქალთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოების უფლებები, შესაბამისად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას — გაატაროს სისტემური, თანმიმდევრული ზომები და მკაცრი პოლიტიკა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ.

Related Posts

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს
ბლოგი

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს

1 июня, 2026
გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘
ბლოგი

გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘

31 мая, 2026
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ბლოგი

26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება

28 мая, 2026
სამედიცინო გზამკვლევი
ბლოგი

სამედიცინო გზამკვლევი

28 мая, 2026
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

23 мая, 2026
საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.
ბლოგი

საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.

21 мая, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ