თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე: „არცერთ კომერციული ინტერესი არ უნდა დადგეს პაციენტის ინტერესებსა და უფლებებზე მაღლა“

მიხეილ სარჯველაძე: „არცერთ კომერციული ინტერესი არ უნდა დადგეს პაციენტის ინტერესებსა და უფლებებზე მაღლა“
Share on FacebookShare on Twitter

„თუ კერძო სექტორის მხრიდან, არ იქნება ადეკვატური გამოხმაურება, სახელმწიფო იძულებული იქნება, რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს, არც ერთ კომერციული ინტერესი არ დადგეს პაციენტის ინტერესებსა და უფლებებზე მაღლა“,  — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ონკოლოგიური პაციენტებისთვის, კლინიკაში მედიკამენტის გამოყენებით მკურნალობის განახლებულ პროცედურებზე ისაუბრა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, პაციენტები, გადასხმისთვის საჭირო  მედიკამენტების მიღებას, პირდაპირ, სამედიცინო დაწესებულებებში შეძლებენ. ცვლილება, 24 ივლისიდან შევა ძალაში და მისი ამოქმედების შემდეგ გამოწერილ რეცეპტებს შეეხება.  

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, აღნიშნა, მას შემდეგ, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობდა, ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია გაჟღერდა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, იყო მცდელობაც, გაუფასურებულიყო ცვლილების მნიშვნელობა, მაშინ, როდესაც სიახლე არის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური და მას მედიკამენტების დეფიციტთან კავშირი არ აქვს.

მინისტრის განცხადებით, თუნდაც ერთი მედიკამენტის დეფიციტის საკითხი, სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებული ყურადღებისა და ინტერესის საგანია. შესაბამისად, მუდმივად აკვირდება მიმდინარე პროცესებს და არსებულ მარაგებს, რომ დეფიციტი უარყოფითად არ აისახოს რომელიმე პაციენტის მკურნალობაზე. 

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, შეიქმნა გარკვეული დეფიციტები რამდენიმე დასახელების მედიკამენტთან დაკავშირებით, ეს მწვავე საკითხია. ჩვენ, საკმაოდ მძიმე შეხვედრები გვქონდა აფთიაქებთან, იმპორტიორებთან, რომელთაც მოვუწოდეთ, რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან შექმნილი დეფიციტები. სახელმწიფო არ აპირებს, ამ მიმართულებით გულხელდაკრეფილი იყოს — იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორის მხრიდან, არ იქნება რელევანტური, ადეკვატური გამოხმაურება, სახელმწიფო იძულებული იქნება, გარკვეული ინტერვენციებით შევიდეს და რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს, რომ პირველ ადგილზე წამოწეული იყოს პაციენტების საკუთხესო ინტერესები. ბუნებრივია, არსებობს კომერციული ინტერესი, რომელიც მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია, მაგრამ არც ერთ ეს ინტერესი არ უნდა დადგეს პაციენტის ინტერესებსა და უფლებებზე მაღლა“, — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.  

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ყველაზე მწვავედ, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტი აღიქმება, თუმცა, შესაძლოა, სხვა მიმართულებითაც არსებობდეს დეფიციტი. მინისტრის განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში, არსებობს ამის ობიექტური წინაპირობა, მაგრამ არცთუ იშვიათია, როდესაც განმაპირობებელი სუბიექტური ფაქტორებია.   

„არ მინდა, სიმართლე აღმოჩნდეს  მოარული აზრი დეფიციტების ხელოვნურად შექმნასთან დაკავშირებით. სუბიექტურ ფაქტორში შესაძლოა, იგულისხმებოდეს ადამიანთა ცდუნება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, კომერციული ინტერესი, პაციენტის ინტერესებზე მაღლა დადგეს. სამწუხაროდ, დღეს, არ შემიძლია გამოვრიცხო, რომ ვინმე, კომერციულ ინტერესს უფრო მაღლა აყენებდეს, ვიდრე პაციენტისას. ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩები, თუ ეს რეალობა აღმოჩნდება. ჩემი ამოცანაა, საკითხები ვარეგულიროთ ისე, რომ მსგავსი რისკებისთვის, უბრალოდ, არ რჩებოდეს სივრცე და არავის ჰქონდეს შესაძლებლობაც კი, კომერციული ინტერესი უფრო მაღლა დააყენოს. უახლოეს მომავალში, სისტემა ამუშავდება ისე, რომ არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ცალკეული კომერციული მოთამაშეების კეთილსინდისიერებასა და მათ დეონტოლოგიის წესებზე“, — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Related Posts

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”
ბლოგი

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”

3 августа, 2026
შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით
ბლოგი

შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით

2 августа, 2026
ბლოგი

26 июля, 2026
ბლოგი

ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

24 июля, 2026
„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!
ბლოგი

„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!

19 июля, 2026
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა
ბლოგი

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა

12 июля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ