თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

2024 წლის IV კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლებმა სარეკლამო შემოსავლებიდან 24 მილიონი ლარი მიიღეს

2024 წლის IV კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლებმა სარეკლამო შემოსავლებიდან 24 მილიონი ლარი მიიღეს
Share on FacebookShare on Twitter

2024 წლის IV კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 24 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 32.3%-ით ნაკლებია. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 34.9%-ით ნაკლები იყო და სულ 21.4 მილიონი ლარი შეადგინა. საგულისხმოა, რომ ამ პერიოდში კომერციული სარეკლამო შემოსავლების კლება გარკვეულწილად წინასაარჩევნო პერიოდმა განაპირობა, რადგან ოქტომბრის თვეში მაუწყებლები სარეკლამო დროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებას უთმობდნენ. 2024 წლის IV კვარტალში ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მაუწყებლებმა 9.8 მილიონი ლარი მიიღეს. შესაბამისად, კომერციული და პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა ჯამში — 33.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდში მიღებულ კომერციულ შემოსავლებთან შედარებით 4.4%-ით ნაკლებია. გარდა ამისა, შემოსავლების შემცირება განაპირობა იმ ფაქტორმაც, რომ საანგარიშო პერიოდში მაუწყებლები საგანგებო რეჟიმში უწყვეტი პირდაპირი ეთერის ფორმატში აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რამაც თავის მხრივ, მაუწყებლების წინასწარ დაგეგმილ საეთერო ბადეში ცვლილებები განაპირობა, რაც კომერციული რეკლამისთვის დათმობილ დროზეც აისახა.

ტელევიზიებისთვის 2024 წლის IV კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 74.4%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 12.9% — სპონსორობამ, ხოლო 12.7% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2024 წლის IV კვარტალში კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალმაც 7.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.7 მილიონი ლარით ნაკლებია. 3.5 მილიონი ლარი მიიღო „რუსთავი 2“-მა (მედია ჰოლდინგი), რაც წინა წელთან შედარებით 1.5 მილიონი ლარით ნაკლებია. 0.6 მილიონი ლარით შემცირდა „მთავარი არხის“ შემოსავალი და 2.1 მილიონს გაუტოლდა. 2024 წლის IV კვარტალში 1.9 მილიონი ლარი მიიღო პოსტვ-იმ, რაც 2023-ის იმავე პერიოდში მიღებულ შემოსავალთან შედარებით 0.2 მილიონით ნაკლებია. 0.1 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“, რომლის შემოსავალიც 1.5 მილიონ ლარს გაუტოლდა. 0.8 მილიონი ლარით შემცირდა და 1 მილიონი ლარი შეადგინა „ფორმულას“ შემოსავალმა, ხოლო „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შემთხვევაში, კომერციული შემოსავლები 0.8 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 2023 წლის IV კვარტალთან შედარებით 0.9 მილიონი ლარით ნაკლებია. „ბი ემ ჯი“-ისთვის 0.2 მილიონი ლარით შემცირდა კომერციული შემოსავლები და სულ 0.8 მილიონი ლარი შეადგინა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შემოსავალი ნახევარი მილიონი ლარით შემცირდა და 0.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. რაც შეეხება „სილქნეტს“, მათი შემოსავალი 0.2 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში  0.3 მილიონი ლარი შეადგინა.

რადიომაუწყებლებისთვის კი 2024 წლის IV კვარტალში მიღებული სარეკლამო კომერციული შემოსავლები 2.4%-ით გაიზარდა და 2.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 89.9% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 10.1% სპონსორობაზე მოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

Related Posts

თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსი წელს 32 გამოჩენილ პიროვნებას  მიენიჭა
ბლოგი

თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსი წელს 32 გამოჩენილ პიროვნებას მიენიჭა

5 октября, 2026
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა
მსოფლიო

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა

1 октября, 2026
განათლების სამინისტროს განცხადება საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით
განათლება

განათლების სამინისტროს განცხადება საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით

1 октября, 2026
ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს
ბლოგი

ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს

22 августа, 2026
გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”
ბლოგი

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”

3 августа, 2026
შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით
ბლოგი

შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით

2 августа, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ