თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო-სასწავლო კამპანიას აქტიურად აგრძელებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო-სასწავლო კამპანიას აქტიურად აგრძელებს
Share on FacebookShare on Twitter

საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო-სასწავლო კამპანიას აქტიურად აგრძელებს. საარჩევნო ადმინისტრაციის 2025 წლის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ახალგაზრდების საარჩევნო სამოქალაქო განათლება წარმოადგენს, შესაბამისად კამპანიის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ახალგაზრდებს ეთმობა. უკვე დაწყებულია საქმიანობა ორი მასშტაბური პროექტისთვის. მათ შორის  საჯარო სკოლებში იწყება სასწავლო პროექტი   „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“. პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი 17 თებერვლიდან 7 მარტის პერიოდში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით განახორციელებს.

პროგრამა ფოკუსირებულია ახალგაზრდებზე, რომელთაც ახლო მომავალში პირველად ექნებათ შეხება არჩევნებთან. საჯარო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეები სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო კურსის ფარგლებში შემდეგ ძირითად საკითხებს გაეცნობიან: არჩევნების არსი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში და ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა; საქართველოში დემოკრატიული არჩევნების განვითარების ისტორია და მოდერნიზებული არჩევნები; დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები; ინკლუზიური საარჩევნო გარემო და გენდერული თანასწორობა საარჩევნო პროცესში; არჩევითი სახელმწიფო ორგანოები; საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სერვისები; არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები და მათი როლი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პროცესში; სიძულვილის ენის და დეზინფორმაციისაგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა.

პროექტი მოიცავს 64 მუნიციპალიტეტის 360 საჯარო სკოლას, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული 13 მუნიციპალიტეტის 56 საჯარო სკოლას. სასწავლო კურსს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 101 ტრენერი უზრუნველყოფს.

კიდევ ერთი პროექტი, რომლის ბენეფიციარებიც ასევე ახალგაზრდები არიან, პარტნიორ უნივერსიტეტებში საარჩევნო სამართლის დარგში საავტორო პროგრამის განხორციელებაა. პროექტის მონაწილეები იურიდიული, სოციალურ მეცნიერებათა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის III-IV კურსის სტუდენტები იქნებიან, რომლებიც გაეცნობიან არჩევნებთან დაკავშირებულ შიდასახელმწიფოებრივ რეგულაციებს, საერთაშორისო საარჩევნო პრაქტიკას და მიიღებენ ინფორმაციას მიმდინარე წელს ოქტომბერში გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისა და შესაბამისი საკანონმდებლო სიახლეების შესახებ. 2025 წლის გაზაფხულის სემესტრული სწავლება პარტნიორ უნივერსიტეტებში 17 თებერვლიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ სწავლების ცენტრი საარჩევნო სამართლის დარგში საავტორო პროგრამას თბილისსა და რეგიონებში უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს და დღემდე სასწავლო პროგრამა 9 000-მდე სტუდენტმა გაიარა. რაც შეეხება საინფორმაციო-სასწავლო პროექტს „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“, 64 მუნიციპალიტეტის 1 706 საჯარო სკოლის XI-XII კლასის 33 500-მდე მოსწავლემ გაიარა.

Related Posts

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”
ბლოგი

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”

3 августа, 2026
შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით
ბლოგი

შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით

2 августа, 2026
ბლოგი

26 июля, 2026
ბლოგი

ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

24 июля, 2026
„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!
ბლოგი

„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!

19 июля, 2026
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა
ბლოგი

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა

12 июля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ