თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home განათლება

საქპატენტსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქპატენტსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Share on FacebookShare on Twitter

საქპატენტსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.

მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთობლივი სასწავლო და საგანმანათლებლო ღონისძიებების, მათ შორის, სეზონური სკოლების, ახალგაზრდული ბანაკების, კონფერენციების, ტრენინგებისა და სემინარების გამართვა, ასევე სხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.

საქპატენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სახელმწიფოში სასწავლო და სამეცნიერო სფეროს გაძლიერებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით. ამ მხრივ აღსანიშნავია საქპატენტის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (KIU) ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებასა და ქართველ ახალგაზრდებს შეუქმნის პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივა, რომლის შედეგად, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობა თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიურ ცენტრად გარდაიქმნება. ცენტრში განთავსდება სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ლაბორატორია, მათ შორის, საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი, რომელიც გააერთიანებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის გავრცელებასთან დაკავშირებულ ყველა ფუნქციას და აღჭურვილი იქნება თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებით.

საქპატენტი, როგორც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყება, აქტიურადაა ჩართული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე მიმართულ ისეთ ღონისძიებებში, როგორიცაა: ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ და სხვადასხვა სახის სასწავლო სემინარები სკოლის მოსწავლეებთან თუ სტუდენტებთან.

ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით, საქპატენტსა და ქალაქ თბილისის მერიას შორის აქტიური თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ინოვაციური იდეების გენერირებას, ახალგაზრდებში პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებასა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის სტიმულირებას.

Related Posts

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს
ბლოგი

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს

1 июня, 2026
გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘
ბლოგი

გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘

31 мая, 2026
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ბლოგი

26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება

28 мая, 2026
სამედიცინო გზამკვლევი
ბლოგი

სამედიცინო გზამკვლევი

28 мая, 2026
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

23 мая, 2026
საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.
ბლოგი

საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.

21 мая, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ