თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home განათლება

თბილისმა ღვინის ფესტივალს „Wine Ambassadors 2025“ უმასპინძლა

თბილისმა ღვინის ფესტივალს „Wine Ambassadors 2025“ უმასპინძლა
Share on FacebookShare on Twitter

თბილისში ღვინის ფესტივალი „Wine Ambassadors 2025“ გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორია «ღვინისა და გასტრონომიის ამბასადორები საქართველოდან».

ფესტივალი შარშან გაიმართა პირველად და საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ მცირე მარნებს თავიანთი ღვინის პოპულარიზაციასა და გაყიდვებში, როგორც ქართულ, ისე — საერთაშორისო ბაზრებზე. ასევე — ღვინის ტურიზმის მხარდაჭერა და ხელშეწყობა.

წელს ფესტივალში ასამდე ოჯახური მარანი მონაწილეობდა.

ფესტივალმა ღვინის პროფესიონალებს, მომხმარებლებს, ჰორეკა სექტორისა და კომერციული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

?ფესტივალის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ მცირე საოჯახო მარნებისა და ღვინის კომპანიების პროდუქციას, დააგემოვნეს სხვადასხვა სახეობის და სტილის ღვინოები.

გარდა ამისა, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ღვინოსთან დაკავშირებით საგანმანათლებლო მასტერკლასებსაც დასწრებოდნენ შემდეგ თემებზე: დაძველებული ღვინის დეკანტაცია; ადგილწარმოშობის დასახელების სპეციფიკაციის წერისა და რეგისტრაციის პროცედურები.

მასტერკლასებს წარმართავდნენ: ლაშა ბოდაველი (მეღვინეობა «ეთნო ოკამი»-ს გენერალური მენეჯერი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კოორდინატორი, უმაღლესი განათლების დარგობრივი კოორდინატორი) და საბა ქიტიაშვილი (ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი,მეღვინე,»სფრინგ ფილდსი»-ს დამუძნებელი, ხეცურიანის სომელიეს სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი).

ფესტივალი ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, უკვე მეორე წელია, ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები იმართება, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.

პირადად მე, როგორც ღვინის ჟურნალისტი, წელს პირველად ვსტუმრობდი ამ ფესტივალს, «ხეცურიანის სომელიეს სკოლის» კურსელებთან ერთად და სიმართლე გითხრათ, მართლაც საკმაოდ ბევრი საინტერესო ღვინო აღმოვაჩინეთ, თუმცა, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ დაკონკრეტებისაგან და მხოლოდ ფოტოგალერეას შემოგთავაზებთ.

Related Posts

„ოენო“-ს ახალი კონკურსი: „იშვიათი ჯიში, იშვიათი ღვინო“ (Rare Vine & Wine) — მივიწყებული გემოების აღორძინება და საერთაშორისო შანსი
ბლოგი

„ოენო“-ს ახალი კონკურსი: „იშვიათი ჯიში, იშვიათი ღვინო“ (Rare Vine & Wine) — მივიწყებული გემოების აღორძინება და საერთაშორისო შანსი

21 ноября, 2026
საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა
ბიზნესი

საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა

18 ноября, 2026
საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა
გაზეთი

საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა

16 ноября, 2026
გივი  მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა
განათლება

გივი  მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა

16 ноября, 2026
ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”
ბლოგი

ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”

10 ноября, 2026
ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე — პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნითი ეტაპი
ბიზნესი

ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე — პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნითი ეტაპი

6 ноября, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ