tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home ბლოგი

C ჰეპატიტის გამომწვევი პრობლემები

C ჰეპატიტის გამომწვევი პრობლემები
Share on FacebookShare on Twitter

“ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც, პრაქტიკულად, რეგიონის ქვეყნების დამახასიათებელი იყო და ჩვენ, პრაქტიკულად, ლიდერები ვართ ამ პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით, ეს გახლავთ C ჰეპატიტი“, — აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე C და B ჰეპატიტის პროგრამებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებს გაუსვა ხაზი.

„დიდი შედეგებია, რეალურად საქართველო აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით, როგორც სამაგალითო ქვეყანა. თუკი ვინმეს მსგავსი პროექტის დაგეგმვის სურვილი აქვს მთელს მსოფლიოში, ალბათ ნებისმიერი ავტორიტეტული დაწესებულებიდან მიიღებს რეკომენდაციას, რომ ჩამოვიდეს და გაეცნოს შედეგებს, რომელიც აქვს საქართველოს.

ამ იდეის ავტორი და მთავარი სულის ჩამდგმელი არის ბატონი თენგიზ ცერცვაძე. პრაქტიკულად მისი გეგმის მიხევდით მიაღწია ქვეყანამ დიდ წარმატებას. სხვადასხვა დროს ბევრმა ადამიანმა მიიღო ამაში მონაწილეობა, მაგრამ ალბათ უპირველესი, ვინც შეუპოვრად იბრძოლა, რომ რეალურად ეს განხორციელებულიყო იყო ბატონი თენგიზ ცერცვაძე. თუმცა, ამას რა თქმა უნდა, რომ არ ჰქონოდა მთავრობისგან და იმხანად პრემიერ-მინისტრისგან ხელშეწყობა,  რასაკვირველია, ამ თემის დაძვრა არ იქნებოდა ასე მარტივი.

წარმოუდგენელი რამ იყო დაახლოებით 15 წლის წინ, C ჰეპატიტის მქონე პაციენტისთვის, ისეთი რამ რაც დღეს ხელმისაწვდომია და ხელმისაწვდომია 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ წარმართული პროცესების შედეგად.

ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით, მოვუწოდებ ყველას, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს დადგენილი ეს დიაგნოზი — მათ  აქვთ შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ ამ პროგრამაში, სრულად უფასოდ იმკურნალონ და განიკურნონ. ძალიან მაღალია განკურნების მაჩვენებელი, ესეც ჩვენი ექიმების დამსახურებით — პრაქტიკულად, 100%-თან გვაქვს გამოჯანმრთელების მაჩვენებელი. ეს უზარმაზარი შედეგია“, — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მსგავსად, უკვე დიდი წარმატებით მიმდინარეობს B ჰეპატიტის პროგრამაც.

„ახალი დაწყებულია B ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც ანალოგიურად, განსაკუთრებულ დიდ ყურადღებას მოითხოვს, იმიტომ რომ დიდი ზიანის მომტანია მთლიანად საზოგადოებისთვის, ეს საკმაოდ მასიურად გავრცელებული დაავადება. მასთან ბრძოლა აუცილებელია მათ შორის ვაქცინაციით და ბუნებრივია მკურნალობით, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მოსახლეობას და უპრეცედენტოდ მაღალია ხელმისაწვდომობის ხარისხი, ყველა სერვისი ხელმისაწვდომია აბსოლუტურად უფასოდ“, — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით, გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, აღნიშნა, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელების არავითარი მიზეზი არ არსებობდა. ხაზი გაუსვა, რომ პროგრამის შეწყვეტას საფრთხე არ დამუქრებია და არც მომავალში დაემუქრება. 

„ნიშანწყალიც არ არსებობს იმისა, რომ ეს პროგრამა შეწყდეს, სახელმწიფოა გარანტი იმისა რომ ეს პროგრამა მივა ბოლომდე და საქართველოში მოხდება C ჰეპატიტის ელიმინაცია. უკადრისი ქმედების თვალსაჩინო მაგალითი იყო ის განცხადებები, რომელსაც ვისმენდით C ჰეპატიტის პროგრამის თითქოსდა  მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე, საბედნიეროდ ეს არც ამ დრომდე ახდა და არც მომავალში ახდება“, — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.    

                        

Related Posts

“ელკანა”-მ » ხორბლის ენდემური სახეობების, მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული კერძების დეგუსტაცია გამართა
განათლება

“ელკანა”-მ » ხორბლის ენდემური სახეობების, მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული კერძების დეგუსტაცია გამართა

6 мая, 2025
თბილისმა ღვინის ფესტივალს „Wine Ambassadors 2025“ უმასპინძლა
განათლება

თბილისმა ღვინის ფესტივალს „Wine Ambassadors 2025“ უმასპინძლა

4 мая, 2025
საქართველოს ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი სტუმრობდა
ეკონომიკა

საქართველოს ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი სტუმრობდა

3 мая, 2025
საქპატენტსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
განათლება

საქპატენტსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

3 мая, 2025
დღიურები სომელიეს სკოლიდან
განათლება

დღიურები სომელიეს სკოლიდან

30 апреля, 2025
საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინიციატივით მსოფლიო კალენდარში ქვევრის საერთაშორისო დღე დაწესდა
Uncategorized

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინიციატივით მსოფლიო კალენდარში ქვევრის საერთაშორისო დღე დაწესდა

28 апреля, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ