თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

ალექსანდრე წულაძე ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს

ალექსანდრე წულაძე ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება, სადაც, სხვადასხვა ქვეყნის 150-ზე მეტ მინისტრთან ერთად, „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს.

ფორუმის ფარგლებში, განათლების მინისტრები და წამყვანი საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას განათლების სფეროს აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით.

ალექსანდრე წულაძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, არსებული სიახლეები და მიღწევები გააცნო. მან საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე. 

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობას. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინება მნიშვნელოვანია და „განათლების მსოფლიო ფორუმი“ სწორედ, ამის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებით გამოყო დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხი. კერძოდ, ტრანსნაციონალური განათლების შესაძლებლობები და თანამშრომლობის  ფორმები ბრიტანულ უნივერსიტეტებთან. მისი განცხადებით, საქართველო და ბრიტანეთი აქტიურად მუშაობენ უმაღლესი განათლების საფეხურზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის და ძალიან მალე ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგები გვექნება.

„მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს ბრიტანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაფართოების კუთხით. ჩვენი მიზანია, როგორც ქართველ,  ასევე საერთაშორისო სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა, საქართველოში მიიღონ ბრიტანული განათლება და კვალიფიკაცია. 

იმას, რომ ბრიტანულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს საქართველოსთან თანამშრომლობის დიდი ინტერესი აქვთ ბრიტანული ორგანიზაცია Times Higher Education (THE)-ის მიერ 2024 წელს ჩატარებული კვლევაც ადასტურებს“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

„განათლების მსოფლიო ფორუმი“ განათლების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ლონდონში იმართება და აერთიანებს განათლების მინისტრებსა და სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ფორუმი წარმოადგენს შესანიშნავ პლატფორმას, სადაც თემატურ საკითხებზე გამართული პლენარული სესიების ფარგლებში, მონაწილეებს საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარების საშუალება აქვთ.

Related Posts

სახალხო დამცველის განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობასთან დაკავშირებით
ბლოგი

სახალხო დამცველის განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობასთან დაკავშირებით

17 апреля, 2026
„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“
ბლოგი

„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“

16 апреля, 2026
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
ბლოგი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა

15 апреля, 2026
მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა
ბლოგი

მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა

8 апреля, 2026
ბლოგი

2 апреля, 2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს
ბლოგი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს

2 апреля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ