tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home ტერუარი ადგილწარმოშობები

სომელიეს სკოლის დღიურები — რეპორტაჟი ბოლნისის ღვინის ფესტივალიდან

სომელიეს სკოლის დღიურები — რეპორტაჟი ბოლნისის ღვინის ფესტივალიდან
Share on FacebookShare on Twitter

“ხეცურიანის საერთაშორისო სომელიეს სკოლის” სტუდენტები, ჩვენი პროექტის ხელმძღვანელ, “საუკეთესო სომელიე”-ს სტატუსის მფლობელ, საბა ქიტიაშვილთან, ერთად “დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს” ვსტუმრობდით ბოლნისში.

ბოლნისმა წელს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს ”ბოლნისი-ოქროსფერი ღვინის ქალაქი” მესამედ უმასპინძლა.

ღვინის ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-მდე მეღვინეობა მონაწილეობდა, მათ შორის ძირითადად იყვნენ მცირე და საშუალო მარნები, საოჯახო მეღვინეობები, თუმცა, ამავე დროს მონაწილეობდა რამდენიმე დიდი კომპანიაც, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს აწარმოებს.

ფესტივალის პროგრამა საკმაოდ მსუყედ გამოიყურებოდა: მეღვინეობებთან ერთად, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, დაწყებული ხელნაკეთი ნივთებითა თუ სუვენირებით, დამთავრებული სხვადასხვა გასტროპროდუქტით: ყველით, სუნელებითა თუ აჯიკების ნაირსახეობით. ამავე დროს სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ანსამბლი “იალონი”, ტრიო “სამანი” და ტრიო “რუსთავი”. ცალკე სივრცეები იყო გამოყოფილი ბავშვებისთვის და მასტერკლასებისთვის.

ჩვენ ორ-სამ კაციან ჯგუფებად დავიყავით, მოვიმარჯვეთ ღვინის ბოკალები, ბლოკნოტები და პასტები და ფესტივალზე წარმოდგენილ ღვინოებს “შევესიეთ”. ვსინჯავდით, ვინიშნავდით და იქვე მოკლედ ვახასიათებდით, მერე კი გზადაგზა, ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს და ვურჩევდით, რომელი ღვინო გაგვესინჯა აუცილებლად, მაგალითად: მელიტონი-რქაწითელი ბოლნური კლასიკური + ქვევრი, მელიტონი-ხვანჭკარა, ზედაშე-რქაწითელი ბოლნური (ელიას მთის ბერების მონასტერი), შალოს მარანი-რქაწითელი და საფერავი მუხაში დავარგებული, სუბელიანი-საფერავი ქვევრი 2023, ძმების მარანი-რქაწითელი, ბოლნისის ძველი მარანი-ასურეთული შავი როზე, შატო სვანიძის მუკუზანი2015, ჯაფარიძე-რქაწითელი, ოკამის საფერავი, ხმელოს მარანი-შავკაპიტო, რტონის ახმეტის მწვანე, ატენის ტერასები-გორული მწვანე და ჩინური… ეს მცირე ჩამონათვალია იმ ღვინოების, რაც გავსინჯეთ და რაც მოგვეწონა.

საერთოდ კი, ფესტივალის ფარგლებში, ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში ჩატარებულ ღვინის კონკურსში გაცილებით მეტი რაოდენობის ღვინო შემოვიდა, რომელთაგან გამარჯვებულების ვინაობაც ფესტივალზე საზეიმოდ წარმოადგინეს.

როგორც ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა, “საქართველოს საუკეთესო სომელიე”-ს სტატუსის მფლობელმა, ჯაბა ძიმისტარიშვილმა გვითხრა, ბოლნისის ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა როგორც ადგილობრივი მარნებისთვის, ასევე ზოგადად, ადგილწარმოშობის ღვინოების მწარმოებელთათვის. ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა რაოდენობაც და ფესტივალიც სხვადასხვა სიახლის დანერგვას ცდილობს. წელს პრიზებს დაემატა ბრინჯაოს მედალი, ასევე გამარჯვებული 5 მარანი ოფიციალურად გავიყვანეთ ექსპორტზე. გარდა ამისა, ოქროს მფლობელი კომპანიების ღვინოები ფესტივალის დაფინანსებით წელს წარსდგებიან მერანოს საერთაშორისო ღვინის ფესტივალზე იტალიაში.

წელს ჟიურის წევრებმა 20 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, 138 ღვინის ნიმუში ბრმა დეგუსტაციით შეაფასეს. ღვინის კონკურსში მონაწილე 26-მა მეღვინეობამ ბრინჯაო, ხოლო 14-მა მწარმოებელმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება ოქროს, ეს შეფასება ფესტივალზე სულ 19-მა ღვინომ დაიმსახურა. ეს კომპანიები და ღვინოებია:
1.ქობულაძის მარანი-ბოლნისის საფერავი2021წ; 2. შატო სვანიძე-მუკუზანი 2015წ; 3. ვინივერია-მუკუზანი 2022წ; 4. მუხიგული-ბოლნისის საფერავი 2020წ. 5. ამბრა-ხვანჭკარა 2024წ; 6. ავანდური-ქინძმარაული 2024წ; 7. რტონი-ახმეტის მწვანე 2021წ; 8.მადლიერი-ბოლნისის საფერავი 2022; 9. რთველისი-მუკუზანი2023; 10.უნიონი-ბოლნისის საფერავი 2023; 11. რაჭის უბანი-ბოლნისის საფერავი 2024; 12. მელიტონი-ბოლნისის რქაწითელი ქვევრი 2023წ; 13. საწნახელი-მანავი 2024; 14. ბოლნისის ძველი მარანი-ბოლნისური წითელი თავკვერი 2023წ; 15. ვინივერია-ხვანჭკარა 2022წ; 16. ნიკიფორე-ხაშმის საფერავი 2023; 17. ჯობავას მარანი-მუკუზანი 2023; 18. კულა ვაინი-მუკუზანი 2024; 19.ბედიანი— ქინძმარაული 2023.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა შორის, გაერთიანება “ღვინო ბოლნისი”-ს წევრმა მარნებმა 6 ოქრო, 6 ვერცხლი და 9 ბრინჯაო აიღეს.

ბოლნისის ღვინის ფესტივალს ქართველ ღვინის მოყვარულებთან, სომელიეებთან თუ ღვინის ექსპერტებთან ერთად, იტალიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან ღვინის ექსპერტები და ბლოგერები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ, მათ შორის იყვნენ სპეციალური სტუმრები იტალიიდან: სომელიე მარკო კარინჩი, სომელიე, ღვინის განმანათლებელი, ღვინის ექსპორტიორი ანტონიო იაკარინო, სომელიე, ქართული ღვინის ელჩი იტალიაში თამარ ჭიჭიბოშვილი, სომელიე, ღვინის მწერალი და ბლოგერი პაოლო ბელლოქი.

“მე აქ ნეაპოლიდან ჩამოვედი. ღვინის ექსპერტი ვარ და იტალიაში მომავალ სომელიეებს ვასწავლი. ამ ფესტივალზე ვიზიტის მიზანი ცნობისმოყვარეობა გახდა. ქართული ღვინის შესახებ აქამდე ბევრი რამ მსმენოდა და მინდოდა, ის ადგილზე დამეგემოვნებინა.არ ვიცოდი, რომ საქართველოს რეგიონებში ამდენი მიკროზონაა, სადაც აქვთ აბსოლუტურად განსხვავებული გემოვნების ღვინოები.თქვენ ნამდვილად გაქვთ ღვინის წარმოების უდიდესი ისტორია და ტრადიცია, ამიტომ მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები”- ეს სიტყვები იტალიელ სომელიეს, ღვინის განმანათლებელსა და ღვინის ექსპორტიორს, ანტონიო იაკარინოს ეკუთვნის.

ფესტივალის ორგანიზატორი გახლდათ: მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, წარმდგენი და მთავარი სპონსორი — კომპანია “RMG”; მხარდამჭერები: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქპატენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი.


„ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და პოპულარიზაცია ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა. ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია ბოლნისის ფესტივალი, რომელიც სხვა ფესტივალებისგან განსხვავდება იმ თვალსაზრისით, რომ მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს მასპინძლობს, თუმცა, რა თქმა უნდა, პოპულარიზაციას უწევს ზოგადად ქართულ ღვინოს. დღეისათვის, საქართველოში 32 ადგილწარმოშობის ღვინოა რეგისტრირებული, რაც ქართული ვაზის ჯიშებისა და ღვინოების მრავალფეროვნებასა და უნიკალურობაზე მიუთითებს. მოხარული ვართ, რომ ბოლნისის ფესტივალმა ტრადიციული სახე მიიღო და მონაწილეთა და სტუმრების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება“, — აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ,ლევან მეხუზლამ.


“RMG”-ს გენერალურმა დირექტორმა, ჯონი შუბითიძემ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ ბოლნისმა რიგით მე-3 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს უმასპინძლა. ჩვენი კომპანიისთვის დიდი პატივია, რომ ვართ ამ ფესტივალის წარმდგენები და უწყვეტი მხარდამჭერები. ადგილობრივმა მარნებმა უკვე შეძლეს ის, რომ საერთაშორისო სტანდარტზე გასულიყვნენ. ვფიქრობ, რომ მომავალში, ჩვენი მდგრადი მხარდაჭერით, კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევას შეძლებენ.“


ინფორმაციისთვის: 2022 წელიდან, მას შემდეგ, რაც “არემჯი” გახდა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი, კომპანიის ყველა მსხვილი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტი მდგრადი განვითარების მიზნებთან არის თანხვედრაში.
ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამა სწორედ მე-8 მიზანს (ღირსეული სამუშაო & ეკონომიკური ზრდა) ეხმიანება, ბოლნისის ღვინის ფესტივალი კი ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული პროექტია.

ნატო გუბელაძე

P.S. სამომავლოდ, ფესტივალის ორგანიზატორებისთვის გარკვეული რჩევების მისაცემად პატარა გამოკითხვაც ჩავატარე. უმრავლესობის აზრით, უმჯობესია, თუ ფესტივალის სადეგუსტაციო ნაწილი გადახურულ სივრცეში იქნება. და კიდევ ერთი სურვილი პირადად მეც გამიჩნდა, რისი გამოცდილებაც საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ჩატარებული პირველი ღვინის კონკურსების დროიდან მაქვს და ეს მისი ხელმძღვანელის, ბატონი შალვა ხეცურიანის ინიციატივით კეთდებოდა: ოფიციალურ ჟიურისთან ერთად გვყავდა უბრალოდ, ღვინისმოყვარული ადამიანების ჟიური და მათ მიერ გამოვლენილ საუკეთესო ღვინოს «ხალხის რჩეული»-ს დიპლომს გადავცემდით. სამომავლოდ, თუ ასეთი ნომინაციაც გაჩნდება ამ ფესტივალზე, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება .

Related Posts

ქუთაისელმა ენკიბენკელებმა ბავშვთა დღესთან დაკავშირებით გამართულ საბავშვო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს
კულტურა

ქუთაისელმა ენკიბენკელებმა ბავშვთა დღესთან დაკავშირებით გამართულ საბავშვო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს

1 июня, 2025
პარიზში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა
საზოგადოება

პარიზში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა

24 мая, 2025
ალექსანდრე წულაძე ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს
ბლოგი

ალექსანდრე წულაძე ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს

19 мая, 2025
«ელკანა»-ს შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობამ და მეღვინეობამ «რტონი» ტუროპერატორების აგრო-გასტრო ინფოტურს უმასპინძლა
ბიზნესი

«ელკანა»-ს შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობამ და მეღვინეობამ «რტონი» ტუროპერატორების აგრო-გასტრო ინფოტურს უმასპინძლა

19 мая, 2025
ქართველი მევენახეების მხარდასაჭერად ვაზის მწვანე სხვლის ტრენინგი გაიმართა
ბლოგი

ქართველი მევენახეების მხარდასაჭერად ვაზის მწვანე სხვლის ტრენინგი გაიმართა

16 мая, 2025
თბილისმა მთაწმინდაზე “ახალი ღვინის ფესტივალს” უმასპინძლა
ბიზნესი

თბილისმა მთაწმინდაზე “ახალი ღვინის ფესტივალს” უმასპინძლა

12 мая, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ