თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ამომრჩევლებს გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში

ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ამომრჩევლებს გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში
Share on FacebookShare on Twitter

4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. საარჩევნო პროცესის გამართულად უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით სულ გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, იმისათვის, რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად და სრულფასოვნად შეძლონ საარჩევნო უფლების რეალიზება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წინასწარი ინფორმირებულობა. ამ მიზნისთვის, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და გაიგონ სად მდებარეობს მათი საარჩევნო უბანი.

ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

„საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების მიზნით არაერთ სერვისს სთავაზობს. მათ შორის მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია  ვებგვერდზე voters.cec.gov.ge, სწრაფი გადახდის აპარატის და მობილური აპლიკაციის გამოყენებით.

მობილური აპლიკაციის სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Voters Georgia – Cesko, შესაბამის ველში შეიყვანოთ პირადი ნომერი და გვარი და გაეცნოთ თქვენ და ოჯახის წევრების მონაცემებს, ასევე რუკის საშუალებით ნახოთ საარჩევნო უბნის მისამართი და გაიგოთ, სად უნდა მისცეთ ხმა 4 ოქტომბერს.

აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს ცესკოს ვებგვერდზე (https://ems-voters.cec.gov.ge/) ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან სტანდარტს.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ფიქსირდებიან მისამართის მითითების გარეშე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

ამასთან, იურიდიული მისამართისა და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მქონე პირებმა ცვლილების განხორციელების მიზნით უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს). ხოლო იძულებით გადაადგილებულმა პირმა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ცვლილების მიზნით — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

გვინდა მივმართოთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 13 სექტემბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გაიარონ შესაბამისი პროცედურები არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. სხვა შემთხვევაში ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით.

ამომრჩევლების ინფორმირებულობა და მათი აქტიური ჩართულობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული მონაცემების დროული გადამოწმება არა მხოლოდ ინდივიდუალური საარჩევნო უფლების რეალიზებას უწყობს ხელს, არამედ სისტემურ დონეზე აძლიერებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობას. შესაბამისად, სწორედ ამ მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისკენ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, მიმართეთ საარჩევნო ადმინისტრაციას ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცვლილებების შესატანად. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ნომერზე — 2 51 00 51“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

Related Posts

რუსთავში, 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ბლოგი

რუსთავში, 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

16 декабря, 2025
მიხეილ სარჯველაძემ, ტრანსცხიმების ელიმინაციის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძემ, ტრანსცხიმების ელიმინაციის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

12 декабря, 2025
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პანკისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
ბლოგი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პანკისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

12 декабря, 2025
„თვითმიზანი ავტომფლობელების დაჯარიმება არ არის. მიზანი ქალაქებში გამონაბოლქვის შემცირება და ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღება“, — გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე
ბლოგი

„თვითმიზანი ავტომფლობელების დაჯარიმება არ არის. მიზანი ქალაქებში გამონაბოლქვის შემცირება და ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღება“, — გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე

12 декабря, 2025
გივი მიქანაძემ ქალაქ ჭიათურის N7 საჯარო სკოლა გახსნა
ბლოგი

გივი მიქანაძემ ქალაქ ჭიათურის N7 საჯარო სკოლა გახსნა

11 декабря, 2025
გივი მიქანაძე: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
ბლოგი

გივი მიქანაძე: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“

24 ноября, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ