თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს
Share on FacebookShare on Twitter

წინასაახალწლო პერიოდში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამართალდარღვევების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით  24 საათის განმავლობაში, უწყვეტად პატრულირებენ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა  ისეთ  რეგიონებს, სადაც წიწვოვანი ტყეებია. პრევენციული ღონისძიებები ტარდება ქალაქის შემოსასვლელთან, დასახლებულ პუნქტებში, საავტომობილო გზებზე. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება რეალიზაციის ადგილები — მაგალითად, ძველი სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები, სადაც დეპარტამენტის თანამშრომლები, შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად ადგენენ რამდენად კანონიერად ახდენენ მოქალაქეები წიწვოვანების რეალიზებას და კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას ახდენენ.

სამართალდარღვევის სიმძიმისა და ხე-მცენარის მოპოვების ადგილის მიხედვით, წიწვოვანი ხე-მცენარეების დაზიანებაზე, უკანონოდ მოპოვებასა და ტრანსპორტირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 500-დან 2500 ლარამდე მერყეობს, რასაც  გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება. თუ ზიანის ოდენობა აჭარბებს 1000 ლარს, პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე — ჯარიმა/ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე, ხოლო დიდი ოდენობით წიწვოვანის უკანონო მოპოვების შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმა/ან თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე.

წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე დასაშვებია იმპორტირებული წიწვოვანის შეძენა. წიწვოვანი მცენარეების კანონიერად მოპოვება დასტურდება შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობით, ან ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით ან იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.

დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას საახალწლოდ არჩევანი ხელოვნურ ნაძვზე გააკეთონ, ან შეიძინონ მხოლოდ კანონიერი წარმომავლობის წიწვოვანი ხე-მცენარეები, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს — 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

Related Posts

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”
ბლოგი

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”

3 августа, 2026
შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით
ბლოგი

შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით

2 августа, 2026
ბლოგი

26 июля, 2026
ბლოგი

ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

24 июля, 2026
„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!
ბლოგი

„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!

19 июля, 2026
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა
ბლოგი

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა

12 июля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ