თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში აბიტურიენტებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის შესაძლებლობაც ექნებათ

ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში აბიტურიენტებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის შესაძლებლობაც ექნებათ
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოში პირველად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობა ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში დარეგისტრირებულ იმ აბიტურიენტებსაც ექნებათ, რომლებიც აკადემიურ პროგრამებთან ერთად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსაც აირჩევენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში აბიტურიენტებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საშუალება დამატებითი შერჩევის პროცედურის გარეშე, შესაბამის საგანში მიღებული შეფასების საფუძველზე, ექნებათ.

ჩარიცხვისთვის აუცილებელი იქნება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული საგნის ჩაბარება. კერძოდ, თუ აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბარებს მათემატიკას მას შეუძლია, აირჩიოს ნებისმიერი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ჩარიცხვის წინაპირობა სწორედ მათემატიკის გამოცდაა. დეტალური ინფორმაცია სრულად იქნება ასახული აბიტურიენტის ცნობარში, რომელიც აპრილის თვის დასაწყისში გამოქვეყნდება.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტმა უნდა გადალახოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შესაბამისი საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ნახევარზე მეტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ასარჩევი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები მრავალფეროვანი იქნება და მოიცავს ისეთ მოთხოვნად მიმართულებებს, როგორებიცაა: ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტურიზმი, მომსახურება, მედიცინა, მშენებლობა და სხვა. გამოცხადებული ადგილების რაოდენობა 10 000-ს გადააჭარბებს, ხოლო მიღების პროცესში ჩაერთვებიან როგორც საჯარო, ასევე კერძო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

გარდა აბიტურიენტებისთვის შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა, რომელიც წარმოადგენს პროფესიულ პროგრამებზე ჩასარიცხად დამატებით საშუალებას, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება წელს ტრადიციულად გამოცხადდება ორჯერ — გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

Related Posts

„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“
ბლოგი

„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“

16 апреля, 2026
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
ბლოგი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა

15 апреля, 2026
მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა
ბლოგი

მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა

8 апреля, 2026
ბლოგი

2 апреля, 2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს
ბლოგი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს

2 апреля, 2026
ბლოგი

რუსთავში, დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

30 марта, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ